მოულოდნელობებმა შესაძლოა შენი მთელი ზაფხულის გეგმები შეცვალოს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არაერთი მძღოლის ღამის კოშმარია. ავტოსაგზაო შემთხვევებს ხშირად სდევს თან ემოციები, წამხდარი განწყობა და ყველაზე უარესი – შეცვლილი გეგმები. არადა, შვებულების სეზონზე, როცა დასვენების გემრიელად გატარება გინდა, დამატებითი თავისტკივილი არაფერში გჭირდება. სწორედ ამ გზავნილით, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა, გამოუშვა ვიდეორგოლი, რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობი სიუჟეტით ვითარდება. ნახეთ, ცოტა დრამა და ბედნიერი დასასრული და რაც მთავარია, დააზღვიეთ და დაისვენეთ, მართლა დაისვენეთ.
რეზო შელია, კრეატივ დირექტორი: „შვებულებების სეზონი დაიწყო და ყველამ კარგად ვიცით თუ რაოდენ ძვირფასია ამ დროს თითოეული მომენტის სიმშვიდე. დავალებაც სწორედ ეგ იყო, ვცდილობდით კარგად წარმოგვედგინა თუ რა ბენეფიტს სთავაზობს ჩვენი პროდუქტი დასასვენებლად მიმავალ მომხმარებელს.
პატარა, მაგრამ საკმაოდ მრავალფეროვნი ფოკუს ჯგუფთან საუბრის შემდეგ, გამოიკვეთა კამპანიის მთავარი ინსაითი: როდესაც ინციდენტის შედეგი მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული, ყველაზე პატარა საგზაო შემთხვევასაც კი შესაძლოა დიიიიიდი დრამა მოჰყვეს. ფრაზა „სპექტაკლი დამიდგა“ და მასთან დაკავშირებული ფრუსტრაცია გახდა კამპანიის და ვიდეოს თითოეული სცენის შთაგონება.
კონცეფციის მიზანი იყო გადმოგვეცა მსგავს სიტუაციაში მოხვედრილ ადამიანებს First person experience და ამავედროულად შეგვეთავაზებინა ალტერნატივა – შეგიძლია მოგზაურობამდე დაეზღვიო და მართლა დაისვენო.
სამუშაო პროცესი განსაკუთრებით სახალისო იყო, რადგანაც მსახიობებს თავად გადახდენიათ მსგავსი ისტორიები და „თავიანთი ტკივილი“ გადასცეს პერსონაჟებს რომლებსაც ასახიერებდნენ.“
ვიდეო საწარმო “ლიმონი”
აღმასრულებელი პროდიუსერი : გიორგი ოკმელაშვილი
ფროდაქშენის მენეჯერი: აკო კევლიშვილი
რეჟისორი: გიორგი ოკმელაშვილი
რეჟისორის ასისტენტი: ნინი ნოზაძე
ოპერატორი: ვიგენ ვართანოვი
მხატვარი: მარიამ გელაძე
კასტინგი: ეკა მჟავანაძე
ფოკუსი: მანუჩარ ელიჯარაშვილი
გაფერი: შოთა ხინჩაკაძე
ხმა: ირაკლი ფუტკარაძე
ფერები: გიორგი ოკმელაშვილი