26
Oct
2018

Daazgvie.ge – ახალი სადაზღვევო პლატფორმა

26 Oct 2018

Daazgvie.ge ახალი ონლაინ სადაზღვევო პლატფორმაა, რომელიც, ერთგვარი, გზამკვლევია ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანებისთვის. პორტალი მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას აწვდის. როგორც ავტორები ამბობენ, მთავარი მიზანია სფეროს პოპულარიცაზია, მისი მნიშვნელობისა და საჭიროების საზოგადოებამდე სწორი ფორმულირებით მიტანა.

„პორტალის შექმნის იდეა მოთხოვნიდან გამომდინარე გაჩნდა. დაზღვევის შესახებ საქართველოში ძალიან დიდი ინტერესია, თუმცა, აქამდე არ არსებობდა პლატფორმა, სადაც მომხმარებელი საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებდა ისეთ საჭირო სადაზღვევო პროდუქტებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტოდაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა და ა.შ. ბლოგზე ასევე არის რჩევები, როგორ უნდა მოვიქცეთ კონკრეტული პროდუქტის შერჩევისას, სადაზღვევო კომპანიების უპირატესობებს ან ნაკლოვანებებს, საინტერესო სამოგზაურო ისტორიებს და გაგარკვევთ იმ სადაზღვევო ტერმინებში, რომლებიც შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს პროდუქტის გაცნობისას. ასევე, მიიღებთ მარტივ რჩევებს, როგორ უნდა მოიქცეთ გაციებისა თუ თავის ტკივილის დროს, რა სასარგებლო თვისებები კონკრეტულ პროდუქტს და სხვა.

პროექტის ავტორების თქმით, daazgvie.ge-ს მიზნობრივ აუდიტორიაში, 18 წლის ასაკიდან სადაზღვევო პაკეტის მქონე, ან პოტენციური დაზღვევის  მომხმარებელი მოიაზრება.

„დაზღვევით მოსარგებლე ადამიანები მიიღებენ საინტერესო დეტალებს, რომელიც გამოადგებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. პორტალი, ასევე საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ჯერ კიდევ თავს იკავებს დაზღვევისგან, ეძებს და ფიქრობს, როგორ შეარჩიოს კარგი და საიმედო კომპანია“.

Daazgvie.ge-ის მიზანი, როგორც ავტორები განმარტავენ, დაზღვევის პოპულარიცაზია, მისი აუცილებლობის, საჭიროებისა და მნიშვნელობის  საზოგადოებამდე სწორი ფორმულირებით  მიტანა და მათგან უკუკავშირის მიღებაა.

„ჩვენ ხშირად ვწერთ პირადი გამოცდილებიდან რეალურ ფაქტებს, ვწერთ გულწრფელად, ვაფასებთ რელურად. აგრეთვე, ნებისმიერ მკითხველს შეუძლია, გაგვიზიაროს საკუთარი გამოცდილება და სურვილის შემთხვევაში, უშუალოდ ჩაერთოს სტატიების წერის პროცესში. მოლოდინები ნამდვილად დიდი გვაქვს, ჩვენთვის ცალსახად კარგი საქმეა მსგავსი პროექტის წამოწყება, რაც მეტ გამოცდილებას გვმატებს. რაც შეეხება მომხმარებლებს, ყველაფერს ვაკეთებთ მათი კომფორტისა და ინფორმირებულობისთვის. ვაძლევთ სწორედ იმ რჩევებს რაც მათთვის საინტერესოა, თუმცა, ჯერ არ იციან, ან არ აქცევენ სათანადო ყურადღებას. მაგალითად, დაზღვევის დროს მცირე მათგანი  თუ ამახვილებს ყურადღებას, ფრანშიზაზე, თანხის ანაზღაურების პირობებზე და სხვა ერთი შეხედვით წვრილმან, მაგრამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

განხილვა