in

როგორ დავაზღვიოთ გოჭის სიცოცხლე, ბახუსი ან ზედმეტი კილოგრამები? – Daazgvie.ge

ახალ წელს ყველაზე დიდი საზრუნავი ისაა, როგორ მოვიგემრიელოთ დღესასწაული ისე, რომ არ მოვსუქდეთ (ძალიან), როგორ მოვასწროთ თონის პურის ყიდვა ისე, რომ რიგში დგომისას არ დაგვათენდეს, როგორ გავუმკლავდეთ ორკვირიან ბახუსს, როგორ მოვასწროთ ყველა კერძის მომზადება და ამავდროულად, დავრჩეთ ცოცხალი და ა.შ. მოდი, ვაღიაროთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან, რომ შეგვეძლოს, რომელიმეს მაინც დავაზღვევდით.

 

ამ საფიქრალს ჯიპიაი ჰოლდინგმა ორიგინალური პასუხი მოუფიქრა. ცოტა ხნის წინ, ქართულ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ონლაინ ტესტი (რომელიც ქართველ ფეისბუქ მომხმარებლებს ძალიან უყვართ), სახელწოდებით “რა უნდა დააზღვიო ახალ წელს?”. კამპანიასთან დაკავშირებით შეიქმნა ვებგვერდი Daazgvie.ge, სადაც სახალისო ტესტის შევსების შემდეგ, შეგიძლია გაიგო, რა უნდა დააზღვიო ახალ წელს, პირადად შენ. გამომდინარე იქიდან, რომ ტესტმა ინტერნეტ მომხმარებელში ინტერესი გამოიწვია, კამპანიის ავტორებმა შექმნეს პლატფორმაც, სადაც ამ დაზღვევის უფასოდ შეძენა შეგიძლია.

P.S. კამპანიის განმავლობაში არცერთი გოჭი არ დაზარალებულა.

„მწოლიარე პოლიციელის“ „ჭკვიანი“ ვარიანტი

Moxy is hiring! The most extraordinary hiring event in the town!