in

დაბალბიუჯეტიანი ვირუსული რეკლამა

ამ რეკლამის ნახვის შემდეგ შეიძლება თითის დატკაცუნებაც არ მოგინდეთ, ან პირიქით მოძებნოთ თქვენს ქალაქში – ქიროპრაქტიკის ცენტი.

BOG

რეკლამა ლოს ანჯელესის, რაიან ლის ქიროპრაქტიკის ცენტრზეა ( Ryan Lee Chiropractic Center ), რომელშიც თვითონ ლი და მისი პაციენტები მონაწილეობენ. მთელი რეკლამის მანძილზე ლი გვიჩვენებს, როგორ მოქმედებს მანუალური თერაპია, რომელიც ნამდვილად მძიმე და უსიამოვნო პროცედურაა. ამის მიუხედავად ქიროპრაქტიკა მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი მკურნალობის ხერხია, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველა დაავადების მიზეზი ძვლები და კუნთებია.

თუ რეკლამას დააკვირდებით, მასში არც რაიმე სპეციალური რეკლამირების ხერხია გამოყენებული და მის კონცეფციაზე არც მაღალანაზღაურებადი სააგენტოს კრეატიულ ჯგუფს არ უმუშავია . ძალიან ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული რეკლამაა, მაგრამ ის დღეში 80 00 მნახველზე მეტს აგროვებს და ამჟამად მრიცხველი 5 000 000-ს გადასცდა.

რეკლამა სააგენტო Rhett & Link-მა დაამზადა, რომელმაც სახელი დაბალბიუჯეტური, ვირუსული რეკლამებით გაითქვა .

 

 

გარიყული ადამიანების ზოოპარკი ანუ არასასურველი ხალხის გამოფენა

Apple-ის ფილოსოფია