in

დაბალი რისკი, მაღალი უკუგება — ინვესტირება უძრავ ქონებაში

საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირებისა და სტაბილური შემოსავლის გენერირების მრავალგვარი შესაძლებლობით, უძრავი ქონება ინდუსტრიისთვის უპრეცედენტო და ექსკლუზიურ საინვესტიციო პროდუქტს წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, მიზანმიმართული საინვესტიციო სტრატეგიითა და სწორად შერჩეული გეგმით, გამოცდილი ინვესტორები კაპიტალის დაბანდებისას უპირატესობას სწორედ საინვესტიციო უძრავ ქონებას ანიჭებენ.

დღევანდელ სტატიაში მიმოვიხილავთ ფაქტორებს, რომლებიც უძრავი ქონების დაბალ საინვესტიციო რისკებსა და უკუგების მაღალ მაჩვენებლებს განაპირობებს:

დაბალი რისკი 

  • ღირებულების ზრდის დინამიკა — საერთაშორისო პრაქტიკა მოწმობს, რომ უძრავი ქონების ღირებულება მშენებლობის საწყისიდან საბოლოო ეტაპამდე, ისევე როგორც გრძელვადიან დროის მონაკვეთში, მნიშვნელოვნად პროგრესირებადია, რაც მდგრად საინვესტიციო გარემოსა და უკუგების მაღალ მაჩვენებელს უზრუნველყოფს ინვესტორისთვის.

  • სტაბილური შემოსავლის წყარო — მუდმივად ცვალებად ეკონომიკურ ლანდშაფტში აპარტამენტის, კომერციული ან ინდუსტრიული ფართის გაქირავების შესაძლებლობა, სტაბილურ შემოსავლის წყაროს ქმნის; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უძრავი ქონება ტურისტულად მიმზიდველ ლოკაციაზე მდებარეობს.

  • პორტფელის გაჯერება დივერსიფიცირებული საინვესტიციო პროექტებით — რამდენიმე უძრავი ქონების ტიპში საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირებით, ინვესტორი კაპიტალის დაცვას რისკების მინიმუმამდე დაყვანით უზრუნველყოფს.

მაღალი უკუგება (ROI) 

სანამ საინვესტიციო პროექტისთვის მაღალი უკუგების განმაპირობებელ ფაქტორებზე გადავალთ, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, თუ რა არის ROI (ინვესტიციის უკუგება).

ROI (Return On Investment) — განხორციელებული ინვესტიციის უკუგების მაჩვენებელია, რომელიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში მის ეფექტურობასა და მომგებიანობას განსაზღვრავს.

როგორც წესი, ROI-ს მაჩვენებელი პროცენტული წილის სახით გამოიხატება და საინვესტიციო მულტიფუნქციური პროექტისთვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. რაც უფრო მაღალია ROI-ს მაჩვენებელი, მით უფრო მომგებიანად შეიძლება ჩაითვალოს კომპლექსი, ისევე როგორც ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიცია.

ROI-ს კალკულაციის მეთოდი უძრავი ქონების ტიპის, კონცეფციისა და სეგმენტის მიხედვით განსხვავდება.

როგორ მოვახდინოთ ROI-ს ოპტიმიზაცია რისკის მინიმალიზაციით?

უპირველეს ყოვლისა, ჩაატარეთ სიღრმისეული კვლევა და მოიძიეთ ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებაში დაგეხმარებათ — ლოკალური თუ საერთაშორისო ბაზრის ტენდენციები, დეველოპერული კომპანიების უახლესი შეთავაზებები, ინდუსტრიის სიახლეები და კონცეფციური პროექტები, რომლებში ინვესტირებითაც პორტფელის დივერსიფიცირებას მაღალშემოსავლიან უძრავ ქონებაში მოახდენთ.

აუცილებელი ფაქტორია საინვესტიციოდ მიმზიდველი ლოკაციის გათვალისწინებაც — პროექტი, რომელიც ტურისტებისთვისა თუ მომავალი რეზიდენტებისთვის, პოპულარულ, კომფორტულ და მიმზიდველ ლოკაციაზე მდებარეობს — ქირავნობის, შესაბამისად კი, უკუგების (ROI) მაღალი მაჩვენებლითაც ხასიათდება.

სწორად შერჩეული უძრავი ქონების ტიპით, ინვესტიცია დივერსიფიცირებულ და ექსკლუზიური მახასიათებლების კომპლექსს დაუკავშირეთ. ამ შემთხვევაში, ოპტიმალური გამოსავალი ლიმიტირებულ საინვესტიციო უძრავ ქონებაზე ფოკუსირება იქნება, რომლის გამორჩეული მახასიათებელიც პრემიუმ ლოკაცია, კონცეფციური ნიშა, მასშტაბური ინფრასტრუქტურა ან კეთილმოწყობის უმაღლესი სტანდარტია.

ROI-ს ოპტიმიზაციის მიზნით, უპირატესობა საერთაშორისო ბრენდის პროექტებს მიანიჭეთ. კომპლექსი, რომელშიც ცნობილი ბრენდი ან მასთან კოლაბორაციით შექმნილი საინვესტიციო პროდუქტია წარმოდგენილი, ინვესტორების მხრიდან მოთხოვნის მაღალი მაჩვენებლით სარგებლობს. გლობალურ ბრენდთან ასოცირებული პრესტიჟი და მაღალი სტატუსი საუკეთესო საინვესტიციო თუ სტუმარმასპინძლობის გამოცდილების გარანტია.

იმავდროულად, აპარტამენტის გამოცდილი მენეჯმენტ კომპანიის მართვის ქვეშ გადაცემით, უზრუნველყოფთ უძრავი ქონების ეფექტურ ოპერირებას. ბაზრის სიღრმისეული ცოდნით, მმართველი კომპანიის დახმარებით ხარჯების მინიმიზაციასა და შემოსავლის მაქსიმიზაციას მოახდენთ.

დასკვნა

უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანდო ინვესტიციაა, რომელიც, მინიმალური რისკით, ინვესტორისთვის მაქსიმალურ უკუგებას უზრუნველყოფს.

პორტფელის დივერსიფიცირების შესაძლებლობებით, კაპიტალის ზრდის პოტენციალითა და სტაბილური შემოსავლის წყაროს ფორმირებით უძრავ ქონებაში ინვესტირება ოპტიმალური გამოსავალია ინვესტორთათვის, რომელთაც მაღალშემოსავლიან საინვესტიციო პროდუქტში ინვესტირება სურთ.


რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.

მურალები გულის შეტევით გარდაცვლილ გულშემატკივრებს მიუძღვნეს

Samsung-ის ბოტასით ტელეფონზე დარეკვაა შესაძლებელი