მეცნიერები კვლავ აგრძელებენ ასაკში შესვლის საიდუმლოებების ამოხსნას, რასაც მეტად კეთილშობილური მიზანი აქვს, რათა უფრო ჯანმრთელად და დიდხანს ვიცოცხლოთ… სულ ახლახან კი კვლევამ გამოავლინა, რომ „მხტუნავ გენებს“ ჩვენს დაბერებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
დნმ-ს კოდში ყველას გვაქვს ე. წ. გადასატანი ელემენტები (TE), თანმიმდევრობები, რომლებსაც ერთი სექციიდან მეორეზე გადახტომა შეუძლია. ისინი გენომში გადაადგილდება და ეს ბუნებრივი პროცესიცაა როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში, თუმცა თუ ყურადღებით არ გავაკონტროლებთ, პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. ახლა კი Eötvös Loránd უნივერსიტეტის მკვლევრებს სურდათ, გაეგოთ მასზე მანიპულირება შეცვლიდა თუ არა დაბერების პროცესს Caenorhabditis elegans-ის ჭიებში.
მოკლედ რომ გითხრათ, კვლევის თანახმად, ჭიები ბევრად უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, როცა TE აქტივობა Piwi-piRNA-ს (მოლეკულური რეაქციების თანმიმდევრობა) საშუალებით შეამცირეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი სხეულის დაბერების მიზეზი ის გზაა, რომლითაც ეს გენები დნმ-ის გენომში მოძრაობენ. მეტიც, მკვლევრებმა შეამჩნიეს, რომ ჭიების დაბერებასთან ერთად TE უფრო დაკავებული გახდა.
მიღებული შედეგები ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებსაც ემთხვევა, მაგალითისთვის ე. წ. უკვდავი მედუზა განვიხილოთ — გამუდმებით შეუძლია რეგენერაცია და თეორიულად სამუდამოდ სიცოცხლე, თუ რაღაც დაავადება ან მტაცებელი არ იმსხვერპლებს… მართალია, ის გზა, რომელსაც Piwi-piRNA TE-ში ანადგურებს როგორც მედუზის, ისე სხვა მსგავსი ქმნილებების შემთხვევაში, ადრეც შეისწავლეს, მაგრამ პირდაპირი კავშირი აქამდე გამოვლენილი არ ყოფილა.
ეს საოცარი მიგნებები კი TE-ს ქცევაზე ზეგავლენაში დაგვეხმარება, გამოდის, აღარც სწრაფად დავბერდებით… ნუ, მართალია, უკვდავი მედუზებიც ვერ გავხდებით, მაგრამ იმაში მაინც ვიქნებით დარწმუნებული, რომ ასაკოვან თაობებს ჯანმრთელობის ნაკლები პრობლემა ექნება.