სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ რამდენად რეალურია ახალგაზრდობის გახანგრძლივება? რამდენად შეგვიძლია დაბერების პროცესის შენელება და სიკვდილიანობის საშუალო ასაკის შეცვლა? ამ კითხვებზე პასუხი ყველას გვაინტერესებს… თანაც მაშინ, როცა მილიარდერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებენ შესაბამის ინვესტიციებს და საზოგადოებასაც „მარადიული ახალგაზრდობის“ იმედს უჩენენ.
გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ჯეფ ბეზოსმა Altos Labs-ში, ბიოლოგიური რეპროგრამირების ტექნოლოგიების კომპანიაში ჩადო ინვესტიცია. „რეპროგრამირება“ მეცნიერული ტერმინია, რომელიც ძველი უჯრედების გაახალგაზრდავების პროცესს აღწერს. ის 2012 წელს აღმოაჩინა იაპონელმა მეცნიერმა შინა იამანაკამ და მას „სიცოცხლის ელექსირი“ უწოდა.
ბეზოსი და ალტოსი მარტონი არ არიან
მოსალოდნელია, რომ დაბერების საწინააღმდეგო ინდუსტრია 2026 წლისთვის 64 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, რაც 45%-ით მეტია 2020 წლის 44 მილიარდ დოლართან შედარებით. ეს საკმაოდ რეალისტური გათვლებია… მაგალითად, უკვე არსებობს Google-ს მიერ მხარდაჭერილი Calico Labs, რომელიც რეპროგრამირებაზე მუშაობს. ასევე, მორიგი კომპანიაა Lineage Cell Therapeutics.
გარდა ამისა, Coinbase-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა ცოტა ხნის წინ ჩადო ინვესტიცია კომპანიაში, რომელიც მუშაობს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის რადიკალურად გაზრდაზე ეპიგენეტიკური რეპროგრამირების ტექნიკის მეშვეობით.
რატომ დებენ ჯეფ ბეზოსი და სხვა მილიარდერები ინვესტიციებს დაბერების საწინააღმდეგო ტექნოლოგიებში?
ადამიანების უმეტესობა დაბერების პროცესს თავისთავად თვლის. თუ ისინი მოწესრიგებულები, ჯანმრთელები და იღბლიანები არიან, დაახლოებით, 60-დან 80 წლამდე იცოცხლებენ. მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, სიცოცხლის ხანგრძლივობა ქალებისთვის 81.2 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის — 76.4. მოკლედ რომ ვთქვათ, არაფერს აკეთებენ ამის საწინააღმდეგოდ. უბრალოდ, „იღებენ ლიმონს და აკეთებენ ლიმონათს“.
ხოლო ზემოხსენებულ ინვესტორებს კი ამის საპირისპირო მოტივი ამოძრავებთ: სიკვდილის თავიდან აცილება, ახალგაზრდობის გახანგრძლივება. თუ ეს შოკისმომგვრელად გეჩვენებათ, თქვენ ერთადერთი არ ხართ. წლების განმავლობაში ხანგრძლივი ცხოვრების მაძიებელი მეცნიერებს სკეპტიკურად უყურებდნენ და მათი კვლევები სერიოზულადაც კი არ აღიქმებოდა.
თუმცა მედიცინა განვითარდა…
ჩვენ ექსპონენციალური მედიცინის პერიოდში შევედით: ინოვაციები, როგორიცაა გენომის თანმიმდევრობა, რნმ-ის გაშიფვრა, ვაქცინები, CRISPR, თხევადი ბიოფსია, CAR-T უჯრედები, გენური თერაპია, ეგზოსომები და ღეროვანი უჯრედები მხოლოდ რამდენიმე მაგალითია ტექნოლოგიებისა, რომლებიც მსოფლიოს მილიარდერები სწრაფ იმპულსებს ანიჭებენ.
საბოლოო ჯამში, დაბერება იქცა დაავადებად, რომლის შენელებაც და საბოლოოდ შეჩერებაც სურთ.