სატვირთო ავტომობილის ფორმის “დაბრუნების კალენდარს” ყველაზე მეტად ისინი დააფასებენ, ვისაც ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნა ხშირად უწევთ. მათ იციან, რა შეგრძნებაა, როდესაც მამასთან ერთად საუზმობა, ფეხბურთის თამაში, ან უბრალოდ მისი ყოველდღე ნახვა გინდა. ის კი სამუშაოდ კილომეტრების მოშორებით არის წასული.
https://vimeo.com/166218873
ამ მრავალფუნქციურ კალენდარს მამის მოსვლამდე დარჩენილი დღეების გარდა, ოჯახისთვის მისი ადგილსამყოფელის ცნობაც შეუძლია. Ford-ის მანქანაში ჩამონტაჟებული GPS-ის საშუალებით, კალენდარი ავტომობილის მდებარეობას აჩვენებს. ხოლო მაშინ, როდესაც მძღოლი სახლს 1კმ-ზე უახლოვდება, მასზე დამაგრებული ნათურები ციმციმს იწყებენ.
სარეკლამო სააგენტო GTB Brasil-მა Ford-ის ამ ახალი გამოგონების შესახებ პატარა ბრაზილიური ოჯახის მაგალითზე ემოციური სარეკლამო რგოლი გადაიღო. ვიდეორგოლში ჩანს, თუ რამდენად საჭიროა ეს ნივთი მსგავს ოჯახებში.
მანქანის მძღოლებს ბევრნაირი ტვირთის ტარება უწევთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ტვირთი მათთვის ოჯახია.