iPhone 7–ით სიყვარულის გამოხატვა უკვე ისეთივე სახალისო და მრავალფეროვანია, როგორც ბავშვობაში დაჭერობანას თამაში. ბრენდი კამპანია “პრაქტიკულ მაგიას” აგრძელებს და მის ფარგლებში მომხმარებელს იმ არაჩვეულებრივ სტიკერებს აცნობს, რომლებიც ბრენდის ბოლო სმარტფონის მფლობელებისთვისაა ხელმისაწვდომი. სხვადასხვა ფორმის, ფერის და შინაარსის მატარებელი სტიკერების გადმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამის შემდეგ შეტყობინებების გაგზავნა გაცილებით უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. ბრენდმა არაჩვეულებრივი სიახლისთვის ძალიან სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლიც შექმნა, ნამდვილი რბოლა ფერადი ფიგურებით. ბევრი ფორმა შეიძლება გეცნოთ კიდეც, რომელიმე საკულტო ფილმიდან ან ანიმაციიდან.
https://www.youtube.com/watch?v=XBfk1TIWptI