in

Dad On – Dove-ის კამპანია მამების დღისთვის და ფონდი რასიზმისა და ძალადობის მსხვერპლი ოჯახებისთვის

სამყაროს აღქმის პროცესში დახმარება, მეგობრობა, თამაში, ზრუნვა, ყურადღება, ემოციური მხარდაჭერა, სითბოს გამოხატვა – ის უნარებია, რომელიც ნებისმიერ მამას შვილის ფსიქიკური კეთილდღეობის მისაღწევად გამოადგება. მიუხედავად იმისა, რომ მშობლობა ძალიან რთული დავალებაა, რომელსაც ადამიანები შვილის გაჩენით საკუთარ თავს ვაძლევთ ხოლმე, მშობლების ნაწილი მაინც ახერხებს წარმატებულად გაართვას მას თავი. მსგავსი ტენდენცია, მამების კუთხით, სამწუხაროდ, ნაკლებად შეიმჩნევა ხოლმე საქართველოში, უცხოეთში კი ოდნავ სხვა მოცემულობების წინაშე დგანან.

თავის მოვლის ჰიგიენური საშუალებების ბრენდს Dove მიმართულება – Dovemencareus აქვს, რომლის ფარგლებშიც ის ცდილობს დაეხმაროს ოჯახებს, რომლებსაც შვილების აღზრდასთან დაკავშირებული რესურსების კუთხით საჭიროებები აქვთ. მამების დღესთან დაკავშირებული კამპანიის DAD ON ფარგლებში კი კომპანია ვიდეორგოლების სერიას გვთავაზობს, რომელშიც ბავშვის აღზრდაში მამის როლის ხაზგასმას ცდილობს.

ხოლო კონკრეტულად, მამების დღისთვის მიძღვნილი ვიდეორგოლით, რომელიც ქვემოთაა მოცემული, Dove აქცენტს შავკანიან მამებზე აკეთებს. საკითხის სიმძაფრე კი აშშ-ში მიმდინარე პროცესებს, საპროტესტო ტალღასა და Black Lives Matter-ს შეგვიძლია დავუკავშიროთ. Dove აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრი შავკანიანი მამა რასიზმისა და ძალადობის მსხვერპლია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიამ სპეციალური ფონდი Father’s Day Taken შექმნა, რომელშიც თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ფონდი იმ ოჯახების დახმარებას ცდილობს, რომლებშიც ბავშვებს მამები რასიზმისა და ძალადობის შედეგად აღარ ჰყავთ. თვითონ Dove-მა კი ამ ფონდში 1 მილიონი დოლარი ჩარიცხა.

ქართული ლუდი „აია“ დაბრუნდა – ვიდეორგოლი „ვიცი მოგენატრა“

მამის დღე საქართველოში წელს მეხუთედ, ონლაინ აღინიშნა – ვიდეორგოლი