in

ღამით დაძინების გაჭიანურება „შურისძიების“ მეთოდია

M2
M2

ზოგჯერ სამსახურში იმდენად ვეფლობით, რომ ცხოვრების დანარჩენი ასპექტები გვავიწყდება. წარმოიდგინეთ ასეთი შემთხვევა: დილას დგებით, სამსახურში მიდიხართ ან დისტანციურად იწყებთ მუშაობას. მთელი დღის განმავლობაში უამრავ საქმეს ასრულებთ, პასუხობთ შემოსულ შეტყობინებებს. შესაძლოა, ჭამის დროც ვერ გამონახოთ. საბოლოოდ კი აღმოაჩენთ, რომ უკვე ძილის დროც მოსულა.

თუმცა ეს უსამართლობად გეჩვენებათ… როცა ერთი წამიც კი ვერ გამონახეთ იმისთვის, რომ ყურადღება რაღაც სხვაზე გადაგეტანათ, „შურისმაძიებელი გაჭიანურება“ იჩენს თავს. უფრო კონკრეტულად, ამ ტერმინით აღნიშნავენ მდგომარეობას, როდესაც ძილის შემცირების ხარჯზე ვცდილობთ სხვადასხვა აქტივობით დაკავებას — იქნება ეს წიგნის კითხვა, ფილმის ყურება, სოციალური მედიის სქროლვა, მეგობრებთან გასვლა თუ სხვა. ასე  იმაზე ნაკლებ ძილს ვიღებთ, ვიდრე რეალურად სჭირდება ორგანიზმს და გამუდმებით ერთ წრეზე დავდივართ.

ამგვარი ნიმუშის ფუნდამენტური პრობლემა ის არის, რომ ტვინსა და სხეულს ძალა ეცლება. მოკლევადიან პერიოდში ძილი ემოციების მართვაში, კონცენტრაციისა და აზროვნების გაუმჯობესებაში გვეხმარება. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობას გვინარჩუნებს.

ამის გათვალისწინებით, ძილის რუტინის შემუშავება აუცილებელია, რაც ყოველ საღამოს დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაძინებას გულისხმობს. უბრალოდ, ასეთი რეჟიმის შემუშავება რთულია, როცა დაძინებას საკუთარი თავის მიმართ უსამართლობად აღვიქვამთ — მხოლოდ მუშაობა და ძილი ხომ არ უნდა იყოს ცხოვრება?! მსგავსი მოცემულობის მოსაგვარებლად კი ერთადერთი გზა სწორი ბალანსის პოვნაა.

პირველ რიგში, განსაზღვრეთ, რატომ უთმობთ ცხოვრების მოცემულ ეტაპზე უმეტეს დროს სამსახურს. შეიძლება, კარიერის იმ ფაზაში იმყოფებით, რომელიც განსაკუთრებულ ჩართულობას საჭიროებს. ზოგჯერ თავად კომპანია აყალიბებს კულტურას, რომ რეჟიმის დაცვის გარეშე მუშაობა ნორმად აღიქმება. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორმე უნდა დააბალანსოთ ყოველდღიური განრიგი — გადაწვის გარეშე მეტ დადებით შედეგს მიიღებთ და უფრო პროდუქტიულიც იქნებით.

გარდა ამისა, დაფიქრდით, რა მოქმედებს თქვენს მოდუნებაზე ყველაზე კარგად. გვიან ღამით, იმის ნაცვლად, რომ დატვირთული აქტივობებით დაკავდეთ, უფრო განტვირთვის საშუალებებზე იფიქრეთ, რათა ტვინის ზედმეტი სტიმულაცია არ მოხდეს.

ლიბერთის მხარდაჭერით ეროვნული კონფერენცია „ედკემპ საქართველო 2024“ ჩატარდა

Lyle’s Golden Syrup-მა გინესის რეკორდებში შესული მკვდარი ლომის ლოგო შეცვალა!