ალბათ, გქონიათ მომენტი, როდესაც მეტროთი ან ავტობუსით მგზავრობისას სხვების ქცევას შეუწუხებიხართ და მგზავრობა არასასიამოვნო რუტინად გქცევიათ. ეს საკითხი არც ლოს-ანჯელესის მეტროსთვის არის ახალი. იგი უკვე ერთი წელია, ჩართულია კამპანიაში, რომელიც ტრანსპორტში ქცევის წესებს ეხება. 2017 წელს Metro Los Angeles-მა სტუდია Lord Danger-თან და მის დირექტორ Mike Diva-სთან ერთად შექმნა სამი ვიდეორგოლი, რომელშიც მთავარ როლს კეთილი Superkind და უხეში, წესების არმცოდნე Rude Dude ასრულებს. ვიდეორგოლებმა საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო.
წელს, ლოს-ანჯელესის მეტრომ გადაწყვიტა, ვიდეორგოლები განსხვავებული ფორმატით გაეკეთებინა. გარდა იმისა, რომ ისინი უფრო მრავალფეროვანი და სახალისოები გახადა, ერთ-ერთ მათგანში ჩართო ახალი პერსონაჟი ცნობილი მსახიობის, Danny Trejo-ს სახით, რომელიც Superkind-ის დამხმარედ და თანამოაზრედ გვევლინება. Metro Los Angeles იმედოვნებს, რომ ამ კამპანიით უპასუხისმგებლო ადამიანებს ცოტა ხნით მაინც დააფიქრებს.