in

დაემშვიდობე დაუპატიჟებელ ფიქრებს

ნეტავ, სად წავიდა დაბადების მოწმობა, ან რა ბედი ეწია ძველ კორპუსში კარის მეზობელს? დიდი აივნით სჯობს ბინის ყიდვა თუ დიდი გამწვანებული ეზოთი? ერთი საძინებლით თუ ორით? ახლა ბავშვი კი არ მყავს, მაგრამ რომ გამიჩნდეს?

გეცნობათ დაუპატიჟებლად კარსმომდგარი ეს ფიქრები? ხან მნიშვნელოვან შეხვედრაზე რომ გვეწვევიან, ხან მეგობრებთან გართობისას, ხან შვილთან თამაშის დროს შეგვახსენებენ თავს და ხანაც ღამის სამ საათზე გვიფრთხობენ ძილს… საიდან მოდიან და სად მიდიან?

სწორედ ასეთ ფიქრებს ეხმიანება ახალი დეველოპერული კომპანია მეტროპოლის პირველი მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია, რომლის მთავარ როლშიც ყველაზე მოკაშკაშე ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გვევლინება.

ეთო მერებაშვილი  – Metropol Group CMO:

„ბინის ყიდვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა სანამ უშუალოდ ბინის ყიდვამდე მივალთ, უამრავი პროცესი გვაქვს გასავლელი: შერჩევა, ალტერნატივების შეფასება, სხვების თუ საკუთარი გამოცდილებების გაზიარება, რა უნდა გაითვალისწინო, რა დათმობაზე წახვიდე/არ წახვიდე. ეს ფიქრები თან გდევს მთელი პროცესის მანძილზე და ძალიან ხშირად, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის დროს, დაუპატიჟებლად გაგვახსენებენ ხოლმე თავს.

ამბობენ, რომ ხანდახან დაუპატიჟებელი ფიქრები შფოთვის ნაყოფია – ყოველდღიურად ბევრი სტრესის გადალახვა გვიწევს – თუმცა მათ ფონზე, ბინის შეძენაზე ფიქრი განსაკუთრებულად დიდ პასუხისმგებლობასთან და სტრესთან ასოცირდება. მიზანზე ფოკუსირებისა და წარმატების მისაღწევად კი, მნიშვნელოვანია, შფოთვებსა და მათ თანმდევ დაუპატიჟებელ ფიქრებს არ მივცეთ ხელის შეშლის უფლება. სწორედ აქ გაჩნდა ის ბუნებრივი ხიდიც, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მეტროპოლის კამპანიასთან დააკავშირებდა. ჩვენი კამპანიით მომხმარებელს გვსურს ვუთხრათ, რომ მეტროპოლში ბინის შეძენისას, თავიდან აირიდებენ პროცესის თანმდევ დაუპატიჟებელ ფიქრებს, რადგან ჩვენი პროექტები მაღალ ხარისხზეა ორიენტირებული – არამარტო მასალების და სამშენებლო/არქიტექტურული სტანდარტების კუთხით, არამედ მომხმარებლების მომსახურების მხრივაც.

ჩვენს საცხოვრებელ სივრცესთან დაკავშირებული ფიქრები ყიდვის შემდგომაც არ სრულდება. „მეტროპოლის“ მომავალ რეზიდენტებს საშუალება ექნებათ „მეტროპოლის“ აპლიკაციის საშუალებით მოაგვარონ ბინასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, იქნება ეს სანტექნიკოსის გამოძახება, ფლორისტის თუ დიასახლისის მომსახურება.

გვინდა, მეტროპოლის პროექტებით დაინტერესებულმა ადამიანებმა კომფორტულად იგრძნონ თავი და მათ მიერ ბინის ან საინვესტიციო პროექტის შეძენა მათ სიმშვიდეს უზრუნველყოფდეს.

რაც შეეხება კამპანიისა და ვიდეორგოლის შემქმნელებს, ამაზე მეტროპოლთან ერთად კრეატიულმა სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა.“

Credits:

კლიენტი: მეტროპოლი
მმართველი პარტნიორი – გიორგი მხეიძე
მარკეტინგის დირექტორი – ეთო მერებაშვილი
სააგენტო: JWT Metro
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: გიორგი კვიტატიანი, ლადო მალაზონია
უფროსი ქოფირაითერი: ზუკა ბერძენიშვილი
უფროსი არტ დირექტორი: სანდრო ციცქიშვილი, ბიკო ვარშანიძე
დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: სანდრო ლალიაშვილი
სტრატეგიის ხელმძღვანელი: სანდრო ჯავახიშვილი
უფროსი სტრატეგი: ქეთი ორაგველიძე
ფინანსური დირექტორი: თამარ ლაშხიძე
პროექტის დირექტორი: ნიკა ბოჭორიშვილი
კლიენტებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: ალექსი ჩიქოვანი
ფროდაქშენი: Metro Production
რეჟისორი: დავით ბორჩხაძე
ოპერატორი: შალვა სოყურაშვილი
მხატვარი: დავით ჭყოიძე
კოსტიუმების მხატვარი: ანკა გაბუნია
დამფუძნებელი და ფროდაქშენის ჰედი: მაია გურაბანიძე
დამფუძნებელი და აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია
პროდიუსერი: სოფო ფარჯიანი
1st AD: მარგო ზუბაშვილი
ფროდაქშენ მენეჯერი: ტატო ფანცულაია
იუნით მენეჯერი: მერაბ როსტომაშვილი
ლოკაციის მენეჯერი: ნათია ჩომახიძე
პოსტ-პროდიუსერი: ბურო
კასტინგი მენეჯერი: თინა ხიზანიშვილი
კასტინგის მენეჯერის ასისტენტი: ნუცა აბაშიძე
ტრანსპორტი მენეჯერი: დავით ფერაძე, დავით მაღლაკელიძე
ლოკაციის მენეჯერის ასისტენტი: სანდრო გოგრიჭიანი
სეტმენეჯერი: კოკა ჩხაიძე
სეტი: ნიკო ჩხაიძე, გიორგი ერემაძე, თორნიკე დარახველიძე
PA: ირაკლი კაკაბაძე
სეტ-დრესერი და რეკვიზიტორი: ნათია გურაბანიძე
მხატვრის ასისტენტი: ნიკა ლომიძე, ანა ქალებაშვილი
მხატვრის დამხმარეები:
მათე გოლიაძე, გიგა გოგიაშვილი, თენგიზ ლომიძე, ირაკლი ცქიფურიშვილი
კოსტიუმების მხატვრის ასისტენტი: ანა ბახტაძე
გრიმი და თმა: ვერიკო ბედელაძე, ნინო ბედელაძე
კლაპი: გვანცა ჟუჟუნაშვილი
2nd AC: გურამ მოსიკაშილი, შაკო ზუბაშვილი, არჩილ ქობალია
ფოკუს ფულერი: ზაზა ცომაია, მარიამ წიქარიშვილი
კამერის ასისტნეტი: კობა როსტიაშვილი
გაფერი: თენგო კასრაძე
გამნათებლები:
გია გულუაშვილი, დავით ერემაძე, რატი გოგატიშვილი, ბიძინა ჩინჩალაძე, გიორგი გოგიჩაიშვილი, თენგიზ სამხარაძე, გიორგი გოგატიშვილი
დოლი: გიორგი ზაქაიძე, დიმიტრი ზაქაიძე
ხმა: Locationsound.Tbilisi
ხმის დიზაინი: ჰეიმა
გრაფიკა: ირაკლი ზუბაშვილი, ანზორ ახობაძე
ფერის კორექცია: მინდია ინასარიძე
ვოისოვერები: ნინო ლორდქიფანიძე, რეზი მახარობლიძე, ანასტასია ჯეირათი, მერაბ ყოლბაია, კონსტანტინე მახარაძე, გიორგი კვიტატიანი,
მსახიობები: ნინა ლორთქიფანიძე, ზვიად თავაძე, ზურა გოგორიკიძე, ანასტასია ჯეირათი, გიორგი ქერელაშვილი, კონსტანტინე მახარაძე,
მძღოლები: ანატოლი კლიუშნიჩენკო, ავთანდილ უგულავა, ვასილ ცქიტიშვილი, ზაზა მაღალდაძე, რამაზ დავითიანი, ვაჟა ცქიტიშვილი, გია ჩალაური, გიგო ლომთათიძე
განსკუთრებული მადლობა: მურმან კვერნაძეს და საქართველოს სიმფონიეტას

[R]

„ქეშბექობანა“ — ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, Visa-სთან ერთად, ბავშვებისთვის განსაკუთრებულ აქციას იწყებს!

ყველაზე გრძელი მანქანის მოკლე ისტორია