in

#დაფიქრდი! #იარენელა! – გადაცემა “ჰეშთეგის” სოციალური ვიდეორგოლი

“როცა შენ საჭესთან ხარ, შენ მართავ მანქანას, შენს ცხოვრებას, სხვების ცხოვრებასაც, სხვათა შორის”; ასეთია “ჰეშთეგი”– ს მიერ მომზადებული ვიდეორგოლის მთავარი გზავნილი.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში მომხდარ საგზაო შემთხვევებს, საქართველოს მასშტაბით 84 ადამიანი ემსხვერპლა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სოციალურ-ანალიტიკური გადაცემა “ჰეშთეგი” აღნიშნულ შემაშფოთებელ სტატისტიკას სოციალური ვიდეორგოლით გამოეხმაურა, სადაც წარმოაჩინა მძღოლის პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, ასევე – მგზავრებისა და ქვეითად მოსიარულე მოქალაქეების წინაშე.

https://www.facebook.com/tvshowhashtag/videos/1714144448876896/

 

ღამის ბათუმში გადაღებული, ერთ წუთიანი ვიდეორგოლი სოციალური აქციის ამსახველ მასალასაც შეიცავს, რომელიც ასევე – ჰეშთეგელების ინიციატივითა და მონაწილეობით გაიმართა.

ვიდეორგოლს, ერთგვარ პარალელურ მონათრხრობად გასდევს კადრები ფილმიდან “სიცოცხლის ხე,” რაც ფარული, ჩუმი განგაშის ნიშანს გავს და თითქოს ყველა მძღოლს, ერთი მხრივ – ოჯახური ბედნიერების მნიშვნელობას, მეორე მხრივ ამ ბედნიერების დაკარგვის შესაძლებლობას ახსენებს.

”ჰეშთეგი” 2016 წლის დეკემბრიდან გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში. ის აღნიშნული ტელევიზიისთვის პირველი ტელე-სოციალური და ექსპერიმენტული გადაცემაა, რომელიც ორიგინალური ფორმებით აშუქებს სოციალურ საკითხებს.

80 წლის მსახიობი, მოდელი და Reebok–ის აღმოჩენა

Eduardo Marques is the Jury Chairman of Film&Radio team of 18th KIAF