in

Daft Punk ბრუნდება, ოღონდ Fortnite-ში…

Daft Punk 2021 წელს კი დაგვემშვიდობა, მაგრამ მათი მემკვიდრეობა გრძელდება — ოღონდ ამჯერად სცენას Fortnite ანაცვლებს. 27 სექტემბერს 14:00 საათზე Epic Games ახალ თამაშს Daft Punk: Encore-ს გამოუშვებს, ინტერაქტიულ გამოცდილებას შემოგვთავაზებს, რომელიც პატივს მიაგებს საკულტო დუეტის მუსიკას, ვიზუალსა და კულტურულ მემკვიდრეობას. 

თამაში რამდენიმე ინტერაქტიულ ზონაში ვითარდება: მოთამაშეებს შეუძლიათ ტრეკების რემიქსები Dream Chamber Studios-ში, ბრძოლა Robot Rock Arena-ზე და LEGO-ს თემატიკის მუსიკალური ვიდეოების სამყაროს შესწავლა, რომელიც Around the World-ით იქნება შთაგონებული. აქ Daft Club-ის ციფრული საცეკვაო სივრცეც არსებობს, რომელიც დუეტის დიდი ხნის პარტნიორი Hervet Manufacturier-ის მიერ არის გაწყობილი.

ღონისძიება ჯგუფის ლეგენდარული 2007 წლის Alive ტურნეთი იწყება ნოსტალგიების გასაღვიძებლად, 31 მუსიკით კი იგი Fortnite-ის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ღონისძიებად გვევლინება. ახლა კი დროა, ტრეილერს უყუროთ:

როგორ ვაქციოთ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა საიდუმლო იარაღად

Google Pixel ვანილის ნაყინით ერთფეროვან სმარტფონებს უპირისპირდება