in

დაგინახე, მეთამაშე,თავსმიხედე,მეზარება, არცგაატრაკო! – ქართველი დიზაინერის ქუჩის ინსტალაცია!

მარკეტერი წარმოგიდგენთ ქართველი დიზაინერის – Wer Michèlle-ის პროექტს “დაგინახე”, რომელიც იდეიდან მალევე ქუჩის ინსტალაციად იქცა.

BOG
BOG

“ქუჩაში სეირნობისას დავინახე ეს ადგილი, ვირტუალურად განვახორციელე პროექტი, კომენტარებიდან მივხვდი რომ ბევრს მოეწონა და სურდათ რეალურად მისი ხილვა, ამიტომ ის გაცოცხლდა”

11927502_10207756459568264_1111729901_n

“ძალიან მომწონს ევროპის ქალაქებში ქუჩის ინსტალაციები. ისინი საერთო ხასიათს და გარემოს ქმნიან. თბილისი ძალიან პატარააა და ყველანაირი დაძაბულობის, სტრესის თუ ქართველთა მძიმე ხასიათის მიუხედავად, გვაქვს თბილი, გულჩათხრობილი, რომანტიული მხარეებიც. ამ პროექტით მინდა ქალაქი და ხალხი ერთმანეთთან დავაკავშირო და დავაახლოვო. ეს სიტყვები სპონტანურად მაფიქრდება, ყოველდღიური თუ ზოგადი ფონის შესაბამისად, გააჩნია ფოტოსაც, რომემელსაც ამ წარწერებს ვაწერ. ხანდახან ფოტო და გარემოა განსმსაზღვრელი სიტყვის, ხანდახან პირიქით.” – ამბობს გიორგი.

11879833_10207759624127376_1409072714_o

11914205_10207759627687465_1972048311_o

ძალიან დიდ როლს თამაშობს ქართული ენა. მე სხვადასხვა პროექტებში ხშირად ვიყენებ ლათინურ დამწერლობას, მაგრამ ვერასდროს მოახდენენ ჩვენზე ისეთ გავლენას ან ეფექტს, როგორც ჩვენი ლამაზი ქართული, თავისი უნიკალური მოხაზულობით. ეს პროექტი ჩვენი ენის პოპულარიზაციასაც ემსახურება ახალ თაობაში, თუ შეიძლება ასე დავარქვათ. მე ვამტკიცებ, რომ შესაძლებელია თანამედროვე აზრის გადმოცემა ქართულად. მინდა ქალაქის სხვადასხვა ადგილებში იყოს ჩემი ეს ჩანაფიქრი, მაგრამ ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული და რეალურად ეფექტური ადგილიც ცოტა რთული მოსაძებნია.

11939088_10207759627647464_251778622_o

 

ქართული ანბანის ნიმუშები ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

5 რჩევა Facebook -ის მარკეტინგის ექსპერტისგან !