in

სინამდვილეში, ახლავე შეგიძლია გახდე ინვესტორი, მართლა…

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ანა რამაზაშვილი, ქართველი ახალგაზრდა უოლ სტრიტიდან! ფინანსების მიმართ ინტერესმა, მსოფლიოს TOP უნივერსიტეტ კელოგამდე მიიყვანა. შემდეგ, უოლ სტრიტზე დასაქმდა. წლების განმავლობაში. ანა საინვესტიციო ბანკირი იყო Bank of America-ში. მოგვიანებით კი, ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო – მიატოვა სამსახური და თავად გახდა ინვესტორი.

ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემაც ინვესტიციას ეხება. საინტერესო დროში ვცხოვრობთ. ინვესტირებას ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით თითქმის ყოველთვის ახერხებდნენ, მაგრამ პანდემიამ მთელ მსოფლიოში პოპულარული და ხელმისაწვდომი გახადა აქციებში ინვესტირება. თუკი, ადრე ამას დიდი საკომისიოები, პირადი ბანკირი, ბიუროკრატია და ბევრი დრო სჭირდებოდა, ახლა ყველაფრი მობილური აპლიკაციით ხდება. ასეა საქართველოშიც, დღეს ინვესტირება და საკუთარი დანაზოგის გაზრდა ყველას შეუძლია, თან 1$-დან.

საერთოდ რა არის და რატომ აკეთებენ ადამიანები ინვესტიციას? რა არის აქცია? და მისი ყიდვით რეალურად რას ვყიდულობთ? როდის არის კარგი დრო ინვესტირების დასაწყებად პირადად ჩვენთვის? ამ ყველაფერზე, მარტივად და გასაგებად, ანა რამაზაშვილთან ერთად ვისაუბრებთ.

გაითვალისწინეთ, რომ პოდკასტში გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება პირადია და არ უნდა იქნას აღქმული ფინანსურ რეკომენდაციად.

მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

ნახეთ: როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დღეს

გიგანტურმა მთებმა დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუცია გამოიწვია