in

დაიფინანსე სწავლა გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში

„საბაუნი” KAAD-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ერთადერთი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც გერმანული სასტიპენდიო გაცვლის სამსახურის ოფიციალური პარტნიორია. შესაბამისად, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს (სამაგისტრო, სადოქტორო საფეხური) შესაძლებლობა აქვთ გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების ინტერნაციონალიზაციაა, სწორედ ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია მისცეს სტუდენტებს შანსი საგანმანათლებლო პროგრამებში საერთაშორისო გამოცდილების დასაგროვებლად.

 „2006 წლიდან საბაუნის უნივერსიტეტსა და გერმანული სასტიპენდიო გაცვლითი სამსახურის თანამშრომლობის შედეგად გაიცა 60-ზე მეტი სტიპენდია. KAAD-ს სტიპენდია აფინანსებს სწავლის გადასახადსა და საცხოვრებელ ხარჯს. აღნიშნული სტიპენდიით სარგებლობა შეუძლიათ საბაუნის ნებისმიერი ფაკულტეტის ( ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, სამართლის, ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტები) სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს. სხვა სტიპენდიებისგან KAAD-ს სტიპენდია იმითაც განსხვავდება, რომ ეს ფონდი აორგანიზებს ბევრ საინტერესო საერთაშორისო შეხვედრას, სემინარს სტიპენდიანტებისათვის.“ – აღნიშნა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორმა, ვაჟა ვარდიძემ.

როგორც საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტმა, თენგიზ თევზაძემ განაცხადა, კვლევითი სტიპენდიის სარგებლობას შემდეგი სემესტრიდან გერმანიაში, რეგენსბურგის უნივერსიტეტში შეძლებს.

„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სამართლის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის შემდეგ, პრიორიტეტული გახდა მომეპოვებინა კვლევითი ან სადოქტორო სტიპენდია და მინიმუმ სამი თვე მაინც გამეტარებინა კვლევითი სამუშაოს რეჟიმში რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ საბაუნის უნივერსიტეტი საერთაშორისო პარტნიორების სიმრავლით გამოირჩეოდა. ის თანამშრომლობს ევროპისა და ამერიკის წამყვან  უნივერსიტეტებთან.
კომუნიკაცია მქონდა ჩემი პროგრამის ხელმძღვანეთლან, ბატონ დიმიტრი გეგენავასთან, რომელმაც შემომთავაზა KAAD-ს სტიპენდიით სარგებლობა.

კვლევითი სტიპენდიის სარგებლობის ფარგლებში მივდივარ გერმანიაში, რეგენსბურგის უნივერსიტეტში სადაც ჩემი კვლევა იქნება სადისერტაციო თემის ნაწილი. რეგენსბურგის უნივერსიტეტში რაინალდ არნოლდის ხელმძღვანელობით უნდა ვიკვლიო საკონსტუტიციო სასამართლოს ფორმირების წესი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მსგავსი კვლევა საქართველოში სამწუხაროდ არაა ჩატარებული. ჩემთვის ეს სამი  თვე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი“

საბაუნის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად 50-ზე მეტი ქვეყნის პარტნიორ უნივერსიტეტს ითვლის. გაცვლითი პროგრამა გაძლევთ შანსს სწავლას შეუთავსოთ მოგზაურობა და თავგადასავლები, ხოლო თქვენი ცოდნა გაამდიდროთ უცხოეთში მიღებული გამოცდილებით.

[პარტნიორის კონტენტი]

„შენშია ყველა ფერი“ — პროექტი, რომელიც მოზარდებს პროფესიული არჩევანის წნეხისგან ათავისუფლებს

26 მაისი გალერია თბილისში