1907 წელს, როდესაც იაპონიაში ინდუსტრიულმა რევოლუციამ თითქმის პიკს მიაღწია, ოსაკაში დაარსდა Hatsudoki Seizo Co., Ltd., Daihatsu Motor Co.-ის წინამორბედი კომპანია. ის დააარსეს აკადემიკოსებმა, მათ შორის, დოქტორმა იოშიაკი იასუნაგამ, ასევე, ოსაკას უმაღლესი ტექნიკური სკოლის ხელმძღვანელმა (დღევანდელი ინჟინერიის სკოლა, ოსაკას უნივერსიტეტი). მათი რწმენის საფუძველზე, რომ იაპონიის ნამდვილი ინდუსტრიალიზაცია საჭიროებდა შიდა წარმოებას და შიდა წვის ძრავების დამზადებას.
პირველი წლები
მიუხედავად იმისა, რომ იმპორტირებული რეალური შიდა წვის ძრავები არსებობდა იაპონიაში, იმ დროს არც დიზაინი და არც დოკუმენტები ამ ძრავებთან დაკავშირებით არ იყო ხელმისაწვდომი. 1907 წლის დეკემბერში მათ საბოლოოდ ჩაატარეს შეწოვის გაზის ძრავის საცდელი ტესტირება და გადაწყვიტეს მისი დაანონსება აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც დაგეგმილი იყო ტესტის შემდეგ. თუმცა, მათ დიდი დრო დასჭირდათ ძრავის ჩართვისთვის. როდესაც ზოგიერთმა დამსწრემ დაიწყო ადგილების დატოვება, ძრავის ხმამაღალი ხმა საბოლოოდ გაისმა, რამაც აქციონერების ენთუზიაზმი და მოწონება დაიმსახურა.
ძრავის სიმძლავრის გაზრდის შემდეგ, კომპანიამ 1908 წელს გამოუშვა 100 ცხენის ძალის მქონე ელექტროენერგიის გამომუშავების ძრავები და ასევე შევიდა საზღვაო ძრავების ბაზარზე 1909 წელს. შეკვეთების ზრდამ აიძულა კომპანია გაეზარდა წარმოება 1915 წლიდან ოთხი წლის განმავლობაში ქარხნების გაფართოებით. როგორც უკვე ვთქვით, კომპანია ასევე შევიდა საზღვაო ორთქლის ძრავების ბაზარზე და მიაწოდა თავისი პირველი საზღვაო ორთქლის ძრავა სატვირთო გემს 1917 წელს.
1920-იანები
1920-იან წლებში, ტაიშოს ეპოქიდან შოუას ეპოქაზე გადასვლასთან ერთად, იაპონიის ეკონომიკა დიდ არეულობაში იყო. 1923 წელს მოხდა დიდი კანტოს მიწისძვრა და ნიუ-იორკის ბაზარზე აქციების ფასების ვარდნამ მსოფლიო დიდ დეპრესიაში ჩააგდო 1929 წელს, რამაც იაპონიის ინდუსტრიული სამყარო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
ამ რთული სიტუაციის დასაძლევად კომპანიამ გამოიკვლია ახალი სფეროები, როგორიცაა რკინიგზის მანქანის მუხრუჭები და კომპაქტური დიზელის ძრავები (პროდუქტის სახელი: Super Diesel) და 1930 წელს მოახერხა მოტოციკლებისთვის ჰაერის გაგრილების ოთხი ციკლის ბენზინის ძრავის შექმნა.
კომპანიის პირველი მოტოციკლეტის ძრავას, რომელიც შეიქმნა 1930 წელს, ჰქონდა 500 კუბ.სმ მოცულობა. თუმცა, იმის გამო, რომ იმპორტირებული პროდუქტების მიმართ ბრმა რწმენისადმი საზოგადოების ტენდენცია ხელს უშლიდა შიდა პროდუქტების სათანადო აღიარებას, კომპანიის ძრავები არ მოეწონათ სამბორბლიანი მანქანების მწარმოებლებს.
1930-იანები
შემდეგ კომპანიამ გადაწყვიტა დაეწყო პატარა სამბორბლიანი მანქანების წარმოება საკუთარი ძრავებით. კომპანიამ დაასრულა Model HA Daihatsu მანქანა 1930 წლის დეკემბერში და გამოუშვა გაუმჯობესებული Model HB, როგორც კომპანიის პირველი სამომხმარებლო მანქანა, ბაზარზე 1931 წლის მარტში. 1933 წლიდან მოყოლებული, კომპანიამ წარმოადგინა სამბორბლიანი მანქანების უფრო ფართო არჩევანი ძრავის, სხეულის ტიპის, დატვირთვის ტევადობის და ა.შ. კუთხით.

1937 წლისთვის კი მას წარმოებული ჰყავდა 5122 სამბორბლიანი მანქანა. კომპანიამ პირველად გამოიყენა ტერმინი “Daihatsu” პროდუქციის სახელებში 1930 წელს, როდესაც იგი შევიდა სამბორბლიანი მანქანების ბაზარზე. კომპანიამ ასევე დაარქვა იმავე წელს გამოშვებულ დიზელის ძრავას “Daihatsu Diesel Engine”. ტერმინი “Daihatsu” თავდაპირველად გამოიგონეს მომხმარებლებმა, როგორც აბრევიატურა “ოსაკაზე დაფუძნებული ძრავის (“hatsudoki”) მწარმოებელი”. (Osaka-ში “o”-ს კანჯი ასევე გამოითქმის “დაი”.) 1951 წლის დეკემბერში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კომპანიას დაარქვეს Daihatsu Motor Co., Ltd.
1950-იანები
იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამბორბლიანი მანქანები სწრაფად გავრცელდა. მომხმარებელთა მოთხოვნის საპასუხოდ, მწარმოებლებმა ბაზარზე გამოუშვეს სამბორბლიანი მანქანების ფართო არჩევანი. შედეგად, სამბორბლიანი ავტომობილები შესრულებითა და ფასით დაემსგავსა მცირე ოთხბორბლიან მანქანებს, ამასთან ერთად დაკარგა გამორჩეული თვისებები.

იმავდროულად, ბაზარზე გამოვიდა შიდა წარმოების ორბორბლიანი მანქანები, ძირითადად, სატვირთო სარგებლობისთვის, მაგრამ მათი მინუსი მდგომარეობდა მათი შეზღუდული დატვირთვის შესაძლებლობებში. Daihatsu-მ გამოუშვა მინი სამბორბლიანი სატვირთო Midget 1957 წელს.
1970-იანები
1970-იანი წლების შუა პერიოდიდან ბევრმა ქვეყანამ, ძირითადად განვითარებადმა, ერთმანეთის მიყოლებით მიიღო შიდა საავტომობილო წარმოების პოლიტიკა. დასრულებული მანქანების ექსპორტის დროს, Daihatsu-მ ხელი შეუწყო ადგილობრივ წარმოებას (დამზადება ნაწილების ადგილობრივად აწყობით) საზღვარგარეთული ბაზრების შესასწავლად სამიზნე ქვეყნების ან რეგიონების პირობების შესაბამისად. ასეთ ვითარებაში, 1978 წელს, Daihatsu-მ და Astra-მ, ინდონეზიურმა ავტომობილების მთავარმა მწარმოებელმა, დააარსეს P.T. Daihatsu Indonesia, ერთობლივი კომპანია, რომელიც აწყობს მინი სატვირთო მანქანების სხეულებს ინდონეზიაში.

CHARADE, რომელიც გამოვიდა 1977 წლის ნოემბერში, სარგებლობდა შესანიშნავი რეპუტაციით მისი მაღალი ეკონომიკური ეფექტურობისა და სხვა მახასიათებლების გამო და მოიგო 1977 წლის მანქანის ჯილდო. CHARADE შეიქმნა “ფართო, მაგრამ პატარა, კომფორტული ეკონომიური მანქანის” კონცეფციით.
1990-იანები
1990-იანი წლების დასაწყისში, ჰეისეის ეპოქის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, ქვეყანამ განიცადა ეკონომიკური კოლაფსი. ახალ მანქანებზე მოთხოვნამ კლება დაიწყო 1991 წელს, ხოლო მინი მანქანების გაყიდვები 1992 წელს დაეცა 1,62 მილიონ მანქანამდე, წინა წელთან შედარებით 8,7%-ით, რაც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში შემცირდა. Daihatsu-ს წილი მინი მანქანების ბაზარზე ასევე დაეცა 25.1%-მდე, რამაც სერიოზულად იმოქმედა კომპანიის მენეჯმენტზე.

მიუხედავად Daihatsu-ს ძალისხმევისა, გაეუმჯობესებინა შემოსავლები და შეემცირებინა ძირითადი ღირებულება, შემდგომმა გაუარესებულმა ეკონომიკურმა გარემომ, მათ შორის დეპრესიულმა ბაზარმა, ხელი შეუშალა კომპანიას კარგი შედეგი გამოეღო ამგვარი ძალისხმევისგან. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გაატარა სხვადასხვა ზომები ხარჯების შესამცირებლად, მისი არაკონსოლიდირებული შედეგები 1993 წლის მარტში დასრულებული ვადით იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 4,4 მილიარდი იენი და გადასახადამდე დეფიციტი 3,5 მილიარდი იენი. ეს იყო პირველი დეფიციტი, რომელიც კომპანიამ განიცადა 1949 წლის მერე.
2000-იანები
2007 წლის 1 მარტს Daihatsu-მ გამართა ცერემონია დაარსების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ამ ცერემონიაზე მაშინ პრეზიდენტმა მინურამ გამოაცხადა Daihatsu Group-ის ახალი ფილოსოფია, სლოგანი და ა.შ. წინა კორპორატიული ფილოსოფიიდან ჩამოყალიბებული 1988 წელს.
2011 წელს Mira e:S გამოვიდა ბაზარზე, როგორც საწვავის მაღალი ეფექტურობის მქონე ავტომობილი, რომელიც გადის 30 კილომეტრს ლიტრ ბენზინზე (JC08 რეჟიმი), იმ ფასით, რომელიც ჰიბრიდული მანქანების დაახლოებით ნახევარი იყო. იგი დაწინაურდა, როგორც „მესამე ეკოლოგიურად სუფთა მანქანა“ და გახდა რევოლუციური პროდუქტი, რომელმაც ხელახლა დაადასტურა მინი მანქანების არსებობის მიზეზი.

2016 წელს Daihatsu-მ მიიღო გადაწყვეტილება, გამხდარიყო Toyota Motor Corporation-ის სრულუფლებიანი შვილობილი კომპანია. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმისთვის, რომ ორმა კომპანიამ შეძლოს ერთიანი სტრატეგიის მიღება და მჭიდრო თანამშრომლობა კომპაქტური ავტომობილების სეგმენტში, განვითარებად ქვეყნებზე ფოკუსირებით. ეს დაეხმარება კომპანიებს მიაღწიონ შემდგომ მდგრად ზრდას ორივე მხრიდან და განავითარონ უკეთესი მანქანები ამ ორი ბრენდისთვის, რაც საბოლოოდ დაეხმარება ორივე კომპანიას გაზარდონ თავიანთი კორპორატიული ღირებულება.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე