in

სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა

დეილი ჯგუფსა დაზედაზენის ჯგუფსშორის დადებული გარიგების თანახმად, შეიქნა უმსხვილესი გაერთიანება, რომლის მმართველობა ორივე ჯგუფის დამფუძნებლებითა და პროფესიონალი წარმომადგენლებით იქნებადა კომპექტებული.

აღნიშნული გარიგების შედეგად, ეს უმსხვილესი გაერთიანება გახდა საცალო ვაჭრობის ბაზრის უპირობო ლიდერი, უმსხვილესი მოთამაშე ლუდისა და არაალკოჰოლური წარმოების ბაზარზე და მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე მოთამაშე ლოჯისტიკის ბაზარზე.

დეილი ჯგუფი”, საცალო ვაჭრობის სფეროში, წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიცაა: „დეილი”, „სპარი”, „იოლი”, „კალათა”, „მაგნიტიდაგვირილა”, რომლებიც ოპერირებას დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსით გააგრძელებენ.   ჯგუფში შემავალი ქსელური მარკეტების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 1,600-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს გააერთიანებს, რაც ორგანიზებული ბაზრის წილის 30%-ია.

ქართული ლუდის კომპანია”, ფლობს მრავალფეროვანი პროდუქციის პორტფელს, ხოლო საწარმოო შესაძლებლობებით გამორჩეული ერთადერთ უნიკალური საწარმოა საქართველოში. კომპანია აწარმოებს როგორც ადგილობრივ (ზედაზენი, რავი, ცივცივი, სანაპირო და..) ასევე საერთაშორისო ლიცენზირებულ (მილერი, ბავარია, ჰარპი, ჰოლსტენი) ლუდის ბრენდებს, უმაღლესი ხარისხის ლიმონათსზედაზენი”, წვენის ნექტარსჩერო”, “რს კოლასბრენდებს (საერთაშორისო ლიცენზიით), ცივ ჩაისგურიელიდადილმა” (საერთაშორისო ლიცენზიით), ენერგეტიკულ სასმელებს და ..

როგორცდეილიშიაღნიშნავენ, ზემოთაღნიშნული ბიზნესების ერთ ჯგუფში გაერთიანებით, შეიქმნება იმ წარმატებული გამოცდილებების სინერგია, რომიც პარტნიორებს დაგროვილი აქვთ საცალო ვაჭრობისა დაწარმოების ინდუსტრიებში, რათა გაერთიანებულმა კომპანიამ უფრო სწრაფი ტემპებით უზრუნველყოს სამომხმარებლო სერვისებისა და წარმოების ინდუსტრიების განვითარება და მომხმარებლისათვის მსოფლიო დონის სერვისისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობა.

ამ უმსხვილესი გაერთიანების მიზანია, ერთის მხრივ, საცალო ვაჭრობის მიმარულებით, ომხმარებელს შესთავაზოს  გაუმჯობესებული სერვისი, მაღალი ხარისხის პროდუქტი საუკეთესო ფასად და დანერგოს სრულად მომხმარებელზე ორიენტირებული ლოიალობის სისტემ,ლოგისტიკური ცენტრები თბილისსა და დასავლეთ საქართველოში, დამატებით უზრუნველყოფენ მიწოდების ჯაჭვის  მართვის გამარტივებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბაზარზე კიდევ უფრო ძლიერი და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. მეორეს მხრივ,ჩვენს გაერთიანებაში შემავალი ზედაზენის ჯგუფ“-უნიკალური საწარმოო გამოცდილება, გვაძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ ალკოჰოლური, არამედ სხვადასხვა სექტორებში არსებული საწარმოო პოტენციალის ათვისებას, ახალი საწარმოების ჩამოყალიბებას, ადგილობრივი წარმობის განვითარებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკის რდაში. მინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მომხმარებლებს, მომწოდებლებს და პარტნიორებს ერთგულებისთვის, გულშემატკივრობისთვის, მხარდაჭერისთვისგანაცხადადეილი ჯგუფი“-თანადამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურა ზაქარიაძემ.


ინფორმაციისთვის, ზემოაღნიშნული გაერთიანებით, სამომხმარებლო ბაზარზე უმსხვილესი ჰოლდინგური ტიპის მოთამაშის ფორმირება მოხდა, რომელიც თავის თავში აერთიანებსყველაზე მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელს საქართველოში, ლიდერ ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების საწარმოს და ლოჯისტიკისადა დისტრიბუციის ცენტრებს.

ჰოლდინგში შემავალ კომპანიებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში და ეკონომიკურ განვითარებაში. 2024 წლის მიმდინარე მდგომარეობით, „დეილი ჯგუფდასაქმებული ჰყავს 18 000-მდე ადამიან.

ჯგუფი ორიენტირებულია, განვითარებაზე, მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორცილებაზე დამსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების და ტექნოლოგიების საქართველოში შემოღებაზე.

[პარტნიორის კონტენტი]

2025 წლის ტრენდები დიზაინში

სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა