in

იმპორტირებული ბრენდები და საკუთარი წარმოების სასმელები „დეილის“ ქსელში

,,დეილიმ“ ყოველდღიური საჭიროების მქონე პროდუქციის ექსკლუზიური იმპორტი და გამაგრილებელი გაზიანი და ენერგეტიკული სასმელების წარმოება დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ „დეილის“ სუპერმარკეტებში სასმელების კატეგორიის ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ექსკლუზიურად იმპორტული პროდუქტებისა, „დეილიმ“ საქართველოში ჩამოასხა გამაგრილებელი სასმელები: DAILY COLA, DAILY FUN. DAILY MOJITO და ენერგეტიკული სასმელი DAILY ENERGY, რომელიც მარკეტების ქსელის 220 ფილიალში უკვე იყიდება. დეტალებზე „დეილის“ კომერციული დირექტორი მიხეილ ზამბახიძე გვესაუბრა.

M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ ახალი იმპორტირებული პროდუქტებირა ტიპის პროდუქტებზეა საუბარი და რითაა ეს საინტერესოდეილისმომხმარებლებისთვის?

„დეილიმ“ გადაწყვიტა უფრო მეტად გამორჩეული ყოფილიყო ქართველი მომხმარებლებისთვის, შესაბამისად დავასახეთ მიზანი, ბაზრისთვის შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურ პროდუქტები. ამისთვის შესაბამისი სამსახურიც ჩამოვაყალიბეთ. ამ ეტაპზე, ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სასმელების, რძის, საკონდიტრო, საყოფაცხოვრებო ქიმიის და ბაკალეის კატეგორიის ექსკლუზიურ ბრენდებს, რომელიც მხოლოდ „დეილის“ ქსელშია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის მაღალ ხარისხთან ერთად, მომხმარებელს კონკურენტულ ფასებს ვთავაზობთ.

M: ბაზრის რა საჭიროებიდან გამომდინარე მიხვედით გადაწყვეტილებამდე, შეგექმნათ სასმელების ხაზი?

სასმელები წამყვანი კატეგორიაა ჩვენი ქსელისთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ კატეგორიაში შეგვექმნა ახალი პროდუქტები, რომელიც გათვლილია როგორც ახალგაზრდებზე, ასევე უფროს მომხმარებლებზე. აღნიშნულ კატეგორიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. სამიზნე აუდიტორია ძირითადად მოიცავს ახალგაზრდა მომხმარებელს, რომლების ახალი ბრენდებისა და გემოების მაძიებლები არიან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა, რასაც „დეილიმ“ წარმატებით გაართვა თავი. სწორედ ეს გახლდათ ამ ხაზის შექმნის ძირითადი წინაპირობა.

M: როგორ შეაჩერეთ არჩევანი გაზიან და ენერგეტიკულ სასმელებზე?

ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ავარჩიეთ გაზიანი და ენერგეტიკული სასმელების მიმართულება გახლავთ მისი პოპულარობა და მოთხოვნა ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე. ჩვენი მაღაზიების უმეტესობა რეგიონებსა და საკურორტო ზონებშია განთავსებული, სადაც ამ ტიპის სასმელების მოხმარება კიდევ უფრო ინტენსიურია. შესაბამისად, მომხმარებელს საინტერესო და ყველასგან გამორჩეული გემოები შევთავაზეთ.

M: გვიამბეთ, რით განსხვავდება თქვენ მიერ წარმოებული პროდუქტი ბაზარზე არსებულებისგან?

ძირითადი განმასხვავებელი მახასიათებლები არის: გემოვნური თვისებები, უფრო მეტად ჯანსაღი და ბუნებრივი ინგრედიენტები, ხელმისაწვდომობა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხალისიანი და მიმზიდველი დიზაინი.

M: იმპორტირებული და ადგილზე წარმოებული პროდუქციაროგორ შეცვლის ესდეილისკონკურენტულობას ბაზარზე?

ვფიქრობთ, ეს სიახლე მნიშვნელოვნად შეცვლის „დეილის“ პოზიციონირებას ქართულ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე გვყავს ლოილური მომხმარებელი, ექსკლუზიური პროდუქტები უფრო მეტად გაამყარებს ამ ურთიერთობას. ასევე, დარწმუნებულები ვართ, ეს დამატებით შეგვძენს ახალ ლოიალურ მომხმარებლებს

M: სამომავლო გეგმებზეც რომ გვიამბოთ, „დეილისპროდუქციის მიმართულებით

„დეილი“ თავის მომხმარებლებს ჰპირდება ექსკლუზიური პროდუქტების ასორტიმენტის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას, სხვა კატეგორიების ათვისებას, ამ მიმართულებით უკვე საკმაოდ წინ ვართ წასული. ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ახლო მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვან ასორტიმენტს იხილავთ „დეილის“ სივრცეებში.

[R]

ცნობილი ბრენდების ლოგოები სიურრეალისტურ სტილში დახატეს

ლიბერთი მდგრადი განვითარების პრინციპების მხარდამჭერია