ბედნიერება და ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა ხომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო კეთილდღეობისთვის.. სწორედ ამიტომ, ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე გაჩნდა ახალი ბრენდი Day Organics, რომელიც ადამიანებს შთააგონებს, გააკეთონ ცხოვრების ჯანსაღი არჩევანი, ყოველდღიურ რეცეპტებში სასარგებლო სუპერ პროდუქტების, კრეატიულობისა და სუპერფუდების დამახასიათებელი ფერების დამატებით, ვინაიდან სიჯანსაღესთან ერთად, ფერადი საკვები პროდუქტები ყოველთვის იყო, არის და, დიდი ალბათობით, იქნება აქტუალური. ამ ყველაფრის უკან კი სამი მეგობრის: ნათია დეკანოიძის, თათია ქსოვრელისა და ნინა ფრიდონიშვილის დიდი შრომა და ძალისხმევა იმალება.
მათ შეისწავლეს სუპერფუდების კვებითი ღირებულებები, მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან მოიძიეს და შეარჩიეს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სუპერფუდების უმსხვილესი მწარმოებლები, შეარჩიეს 100% ნატურალური და ორგანული პროდუქტები, თითოეულ სუპერფუდს მიანიჭეს შესაბამისი/დამახასიათებელი აიქონი, რომლებიც პირადად მოგიყვებიან თავიანთ დადებით თვისებებზე, შემოსეს ბიოდეგრადირებადი შეფუთვებით, წარუდგინეს ქართულ აუდიტორიას და მიზნად დაისახეს სუპერფუდების პოპულარიზაციით ჯანსაღი კვების/ცხოვრების პროპაგანდა.
ამჟამად „Day Organics“ გვთავაზობს რვა სუპერ პროდუქტს: ლურჯი სპირულინა, პიტაია, მატჩა თი, ასაის კენკრა, ნუშის ფქვილი, ვარდის კვირტები, ვარდის ფურცლები და პეპლის ბარდის ყვავილი, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ მოამზადოთ სმუზი, ლატე, ჩაი, დესერტი, საკვები, შეძლებთ გამოიყენოთ ცხობაში ან თუნდაც მხოლოდ ყვავილებით გააფორმოთ თქვენი კერძები.
“სუპერფუდები, მოგეხსენებათ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და არა ერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ მათი კვებითი ღირებულების სიმრავლის გამო ისინი დღითი დღე უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება.
რა არის სუპერფუდი? ჩვენ ასე ვიტყოდით, ეს არის სუპერძალის მქონე 100% ორგანული, ნატურალური, გამომშრალი ხილის ან მცენარისგან მიღებული ფხვნილები, რომელიც არ შეიცავს არანიარ დანამატს, დამატკბობელს და ქიმიურ საშუალებებს,” – გვიყვებიან “Day Organics-ის” შემქმნელები.
მათივე თქმით, “დეი ორგანიქსის” სუპერ პროდუქტები მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით, რკინით, მაგნიუმით, მინერალებით, ისინი აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს თმისა და კანის სტრუქტურას, სისხლის მიმოქცევას, გულსისხლძარღვთა მუშაობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, მდიდარია ბოჭკოვანით და დადებით გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე; ზოგიერთი მათგანი ხსნის შფოთვას, მატებს ენერგიას, გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან და სხვ. გარდა ამისა, სუპერფუდებს ბუნებრივად ხილისგან ან მცენარეებისგან აქვთ სხვადასხვა ფერი, ფერის როლს კი გემოს აღქმაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და ამიტომ “დეი ორგანიქსის” „მაგიური მტვერის“ საკვებში მოხვედრის შემთხვევაში, გასინჯვისგან თავის შეკავება, უბრალოდ, ძალიან რთული იქნება.
“დეი ორგანიქსის პროდუქცია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს ყოველდღიური ცხოვრება ჯანსაღი, ფერადი და განსხვავებული გახადოს. მათ შორის:
- თუ ხარ სპორტსმენი და ეძებ ორგანულ, მცენარეულ პროტეინებს;
- თუ ხარ დედა, რომელსაც შვილებისთვის განსხვავებული შეფერილობის მქონე, ჯანსაღი საკვების მომზადება გინდა;
- თუ ფიქრობ, რომ შენი პოზიტიური დილის/დღის განწყობაზე იზრუნებს ფერად-ფერადი, სასარგებლო სმუზები, ან უბრალოდ გინდა დილა ფერადი ლატეთი დაიწყო;
- თუ ხარ კულინარი/კონდიტერი, რომელიც მუდმივად სიახლეების ძიებაშია;
- თუ გინდა, რომ მეგობრები გააოცო ფერადი ნუდლსის მომზადებით;
- თუ ხარ ვეგანი/ვეგეტარიანელი და თითოეულ საკვებ ღურებულებას/ნუტრიშენს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ;
- ან უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალი სიცოცხლის შეტანა გსურს;
იმის მიუხედავად, რომ „დეი ორგანიქსის“ პროდუქტები ახალია ქართულ ბაზარზე, მათი ცნობადობა დღითიდღე იზრდება. მისი პროდუქციის დახასიათება მომხმარებლებისგან, როგორც „საუკეთესო“, დადებითი შეფასებები და მხარდაჭერა კულინარებისა და კონდიტერებისგან კი სტიმულს აძლევს სამ მეგობარს, სულ მალე კიდევ ბევრი ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტი შემოგვთავაზონ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „დეი ორგანიქსის“ გუნდის თქმით, ბრენდი მიზნად ისახავს პროდუქციის ასორტიმენტის ეტაპობრივ გაფართოებას, სუპერმარკეტებთან და სარესტორნო ქსელებთან თანამშრომლობას, რის შემდეგაც იგეგმება საქართველოში ბრენდირებული პროდუქციის ექსპორტზე გატანა და ქართული ბრენდის სახელით ჯანსაღი კონკურენციის გაწევა მსოფლიოში მოწინავე სუპერფუდების კომპანიებთან…
ინფორმაციას, „დეი ორგანიქსის“ სუპერ პროდუქტების სასარგებლო თვისებებზე და გამოყენების პირობებზე შეგიძლიათ გაეცნოთ „დეი ორგანიქსის“ საიტზე, სადაც ასევე შეძლებთ თქვენი სასურველი პროდუქციის შეძენასაც.