in

დღიური ჩვევები, რომლებისკენაც გამოცდილი ბიზნესმენები მოგიწოდებენ

ყოველდღიურად ერთი და იმავე საქმის კეთება კარგია, თუკი ეს ჩვევები გიბიძგებენ იმისკენ, რომ უფრო და უფრო პროდუქტიული იყოთ. თუმცა, საზოგადოების ნაწილი არც აკვირდება, რამდენად სასარგებლო და ნაყოფიერია მათი ჩვევები. რეალურად ხომ ჩვენივე ქმედებებს გადავყავართ განვითარების ახალ ეტაპზე. წარმოგიდგენთ ჩვევებს, რომლებსაც გამოცდილი ანტრეპრენუარები გირჩევენ:

 

არ მიედ-მოედოთ მრავალ საკითხს, ორიენტირდით მხოლოდ მნიშვნელოვანზე

ყოველდღიურად უამრავი საკითხია, რომელთა მოგვარებაც მინიმალურ დროში გვინდა. თუმცა, სწორედ რომ მრავალ საკითხზე ერთდროულად კონცენტრირება გვიშლის ხელს, ვაკეთოთ საქმე სრულყოფილად. თუკი, თქვენ მხოლოდ ერთ საკითხზე ორიენტირდებით და მთელ ყურადღებას მისკენ მიმართავთ, ბევრად უფრო მეტი დრო დაგეზოგებათ და დაგრჩებათ სხვა საკითხებისთვის.

გამოდით კომფორტის ზონიდან

საკუთარი პოტენციალის გასაზრდელად მხოლოდ იმის კეთება, რაც გიყვართ, არ გამოგადგებათ. იმის კეთება, რაც გაშინებთ ან უსიამოვნო შეგრძნებას გიჩენთ ხომ უფრო მეტ გამოცდილებას იძლევა. შესაბამისად, საჭიროა, გამოხვიდეთ ზონიდან, რომელშიც არაფერი გემუქრებათ. მეტი გამოცდილება თუკი გსურთ, ასე უნდა მოიქცეთ.

დაითვალეთ, დღეში რამდენჯერ ამბობთ “მადლობას”

გაიხსენეთ, რამდენჯერ გამოხატავთ დღეში დადებით ემოციას? რუტინა ხშირად გვაშორებს ადამიანურ გრძნობებსა და გამოხატვის ხერხებს. სწორედ ამიტომ, გაამახვილეთ ყურადღება თუნდაც ერთ ჩვეულებრივ, თუმცა, მრავლისმომცველ სიტყვაზე “მადლობა” და დაითვალეთ, რამდენჯერ ამბობთ მას დღეში. სულ ცოტა ხანში, დათვლა აღარც დაგჭირდებათ, იმდენად ხშირად იტყვით მას.

დაწერეთ თქვენი გეგმები ფურცელზე

იქონიეთ დღიური, რომელშიც ჩაწერთ თქვენს მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებს. გააკეთეთ მოკლე ჩანაწერები შეხვედრების დროს, დაწერეთ აქვე იდეები, რომლებიც თავში მომენტალურად მოგდით. დაწერეთ, რა განიჭებთ ინსპირაციას და რა გამოტივირებთ, აკეთოთ საქმე. ეს დაგეხმარებათ უფრო დეტალურად ჩაუღრმავდეთ საკითხებს, რაც საქმის კეთებას გაგიმარტივებთ.

ეცადეთ, ნაკლებად თქვათ სიტყვა “მაგრამ”

სიტყვა “მაგრამ” არის ის დეტალი, რომელიც მთლიან დადებით წინადადებასაც კი მომენტალურად ნეგატიურად აქცევს. აღსანიშნავია, რომ ამ სიტყვის ხშირად გამოყენება თქვენს ავტორიტეტს საკმაოდ შეასუსტებს. თუკი მას ნაკლებად იხმართ, თქვენს კოლეგებსა და თანაშემწეებს აღარ გაუჭირდებათ ახალ-ახალი იდეების ხმამაღლა თქმა. დაფიქრდით და გაიაზრეთ ისიც რომ, ამ სიტყვის ჩანაცვლება “და” კავშირით შეგიძლიათ. ჯობს უკეთესად განმარტოთ, ვიდრე თქვათ “მაგრამ.”

წყარო: www.inc.com



“კეთილი განწყობა” – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანია

ასტროფოტოგრაფ ტომ ლოუს „დროის პეიზაჟები“