in

„დაირა“ – გემო, რომელიც თაობებს აერთიანებს

ოჯახური საღამოების გასატარებლად დაირაზე უკეთეს ადგილს ძნელად თუ ნახავ – თბილისის შუაგულში, სასტუმრო „ამბასადორი თბილისის“ პირველ სართულზე, ქართული სიმღერის რიტმებსა და კარგად ნაცნობ არომატებში, დაირა აგრძელებს ტრადიციას. აქ თაობები ერთმანეთს ხვდებიან და კარგად ნაცნობი გემოს, ჰანგებისა და მასპინძლობის ფონზე ახალ, ოჯახურ მოგონებებს ქმნიან. აბა, რა არის ტრადიცია, თუ არა ძვირფასი მოგონებები, რომლებიც დროს უძლებს?

სწორედ ამიტომ დაირა განსაკუთრებულ სტუმრებს მასპინძლობს – შვილებს, დედებს, მამებს, ბებიებსა და ბაბუებს – იმ ადამიანებს, ვისთვისაც ერთად ყოფნის მოგონება ყველაზე გემრიელია. აქ თბილი ატმოსფერო, ცოცხალი ქართული მუსიკა, საზეიმო განწყობა და უგემრიელესი მეგრული კერძები ქმნის იმ გარემოს, რომელიც წარსულსა და აწმყოს, უფროსებსა და უმცროსებს, ტრადიციასა და თანამედროვეობას აერთიანებს და ზეიმად აქცევს. უძველესი საკრავი – დაირა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ერთად შეკრებისა და სიხარულის აღსანიშნავად იყენებდნენ, იქცა შთაგონების წყაროდ ისეთი სივრცის შესაქმნელად, სადაც, ტრადიციულად, საზეიმო ენერგია ცოცხლდება.

დაირაში ვახშმობა ცხარე აჯიკის, ახალამოყვანილი სულგუნის, სიმინდისა და ქორფა მწვანილების დაბალანსებულ გემოსთან შეხვედრას ნიშნავს. თუ შებოლილი სულგუნის და ღომის გემო ნოსტალგიას გიღვიძებს, აქ სამაგალითოდ გიმასპინძლებენ. ხოლო, თუ ნაცნობი გემოები სტუმრებს გინდა გააცნო, დაირას მეგრელი მზარეულები სიამოვნებით აზიარებენ მათ კოლხეთის დაბლობის ტრადიციულ გასტრონომიას.


ახალ რესტორანში სტუმრობა დაგარწმუნებს, რომ თბილისის გულში გაშლილ, მეგრულ სუფრას თურმე არაფერი უხდება ისე, როგორც ხმებში გაშლილი ქალაქური სიმღერა, სანთლების შუქი და ტრადიციული, გულთბილი მასპინძლობა.

დაირა გაგიზიარებს იმას, რაც გვაერთიანებს – ტრადიციას, გემოსა და ერთად ყოფნის სიხარულს.

[პარტნიორის კონტენტი]

უსმინეთ, რას ლაპარაკობენ თქვენს ბრენდზე სოცქსელებში და დასახეთ სწორი სტრატეგია

Le Meridian Batumi – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის