28
Oct
2015

WELCOME TO GEORGIA! NATIONAL TOURISM AWARDS

28 Oct 2015

WELCOME TO GEORGIA! NATIONAL TOURISM AWARDS ეს არის შანსი და ერთგვარი დღესასწაული, რომ აღინიშნოს, ტურიზმის ბიზნესისა და ბრენდების, მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც მუშაობენ საქართველოს დადებითი იმიჯის ჩამოსაყალიბებლად მსოფლიო მასშტაბით, ეს შესაძლებლობა გააერთიანებს ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებს, სასტუმროებს, რესტორნებს, ტურ-ოპერატორებს, ტურისტულ სააგენტოებს და სხვას.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან პირველი ეროვნული დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება თბილისში, 2015 წლის 20 ნოემბერს, ფუნიკულიორის სარესტორნო კომპლექსში. ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიაში დასახელდება ოცი საუკეთესო კომპანია, ოც სხვადასხვა ნომინაციაში.

ღონისძიებაზე მოწვეული იქნება 300-ზე მეტი სტუმარი, სასტუმროების წარმომადგენლები, ტურისტული კომპანიები, ღვინის მწარმოებელი კომპანიები და სხვა, რომლებიც იქნებიან დაჯილდოების ფინალისტები, ასევე მოწვეულნი იქნებიან პარტნიორი კომპანიების ხელმძღვანელები და აღმასრულებელი დირექტორები, ბიზნეს და სპეციალიზირებული ჟურნალისტები, life style ჟურნალები და ტელევიზია.

1. marketerჩვენთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ WELCOME TO GEORGIA! NATIONAL TOURISM AWARDS-ის ოფიციალური მხარდამჭერები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის მერია, ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს კულტურია და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. დაჯილდოვების ცერემონიის დამოუკიდებელი აუდიტორი – BDO Georgia Company.

დამფინანსებლები არიან: Mercedes-Benz Georgia, Julius Meinl, HidroDizayn, Yan Air, Inglot, Sam Raan, TV Lux, HRS, Weekend Max Mara, Elements Group.

ჩვენ გვჯერა, რომ საერთო ძლისხმევით შევქმნით რეალური კონკურენციის უნიკალურ პლათფორმას, საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის მოთამაშეთათვის, გასაოცარი დაჯილდოვების ცერემონიის სახით. დანამდვილებით გვჯერა ისიც, რომ ეს ღონისძიება  ჭეშმარიტად გახდება მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროს ახალი ეტაპის განვითარებასა და წინსვლას ქვეყანაში.

ჩვენ მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ, რომ პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია მოვლენაა, რადგან ჩვენი ურთიერთ-თანამშრომლობა, უდაოდ ნაყოფიერი იქნება ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის.

Welcome to Georgia! National Tourism Award-ის გუნდი წარმატებას უსურვებს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ყველა მთავარ მოთამაშეს.

განხილვა