კიდევ ერთი კარგი კამპანია დაკარგული ადამიანების საპოვნელად, ამჯერად უკვე ყავის მწარმოებელი 3 Corações-სგან. ბრაზილიაში ყოველ წელს დაახლოებით 200 000 ადამიანი იკარგება, მიუხედავად გაუთავებელი მცდელობებისა, მათი პოვნა ხშირ შემთხვევაში ან ძალიან დიდი დროს ითხოვს ან საერთოდ ვერ ხერხდება. 3 Corações-მ გადაწყვიტა თავისი პროდუქტი უფრო სასარგებლო გაეხადა და მისთვის, როგორც გზავნილის გამავრცელებლის ფუნქცია დაემატებინა. წყლის შემდეგ, ყავა საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებული სასმელია, ბრაზილიაში კი ის განსაკუთრებულად უყვართ. ბრენდმა თავის Espresso-ს, თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით, დაკარგული ადამიანების ფოტო დაახატა, ჭიქებს კი მათ შესახებ ინფორმაცია მიაწერა. ამგვარად, ბრაზილიელ მომხმარებლებს ეცოდინებათ იმ ადამიანების სახეები, ვისაც ეძებენ და მათი პოვნის ალბათობა გაცილებით მოიმატებს. გარდა ამისა, უჩვეულო სიახლემ სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის ძებნის პროცესს.
დაკარგული ადამიანების ფოტოები Espresso-ზე – ბრაზილიური კამპანია გაუჩინარებული ადამიანების საპოვნელად














