in

ჩვენი მთავარი მტერი დროა! – ქვიშის საათში ჩაკეტილი გოგონა, ცოცხალი ინსტალაცია!

მოსკოვის ერთი-ერთი მუზეუმის “მუზეონის” წინ რეალისტური არტ-ინსტალაცია გააკეთეს. ინსტალაცია დაკარგული ბავშვების ხსოვნას მიეძღვნა. კრეატივზე სააგენტო TWIGA-მ იმუშავა.

ინსტალაცია ქვიშის საათს წარმოადგენს, რომელშიც პატარა გოგონა ზის.

“ინსტალაცია იმისთვის გავაკეთეთ, რომ არავის დაავიწყდეს და არავინ დარჩეს გულგრილი დაკარგული ბავშვების მიმართ. 2010 წელს გადავიწყვიტეთ “ლიზა ალერტის” მხარდასაჭერად ეს ინსტალაცია გაკვეკეთებინა. ყველას გვახსოს ლიზა ფომკინის ისტორია, როდესაც ის თავის დეიდასთან ერთად დაიკარგა და 5 დღის მანძილზე არავინ ეძებდა, სანამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში არ გავრცელდა. საბოლოოდ ლიზა იპოვეს, მაგრამ ძალიან გვიანი იყო. ძებნა რომ ადრე დაწყებულიყო ამ შედეგს არ მივიღებდით.”

პროექტის ავტორები

“ჩვენი მთავარი მტერი დროა”.

“დაკარგული ბავშვების ძეგლი” პირველი ეტაპია იმ გლობალური კამპანიისა, რომელსაც მოსკოვში პროექტის ავტორები ჩაატარებენ.

დანადგარი, რომელიც მოგცემთ ყავას თუ ერთმანეთს გაიცნობთ

Seat-ის რევოლუციური პროდუქტი მძღოლებისათვის