1980 წლის 7 ნოემბერს, ჩრდილოეთ ესპანეთში, პატარა ქალაქ კასტროჟერიზში, გამთენიისას ეკლესიაში კაცი შევარდა, სახელად რენე ალფონს გისლაინ ვან დენ ბერგე. მას მეორენაირად ერიკ ბელგიელს ეძახდნენ და ცნობილი გახდა იმით, რომ მე-17 საუკუნის ექვსი დიდი ფლამანდური გობელენი მოიპარა, რომელიც რენესანსის ეპოქას განეკუთნებოდა.
ინტერპოლმა ეს გობელენები რამდენიმე წლის წინ იპოვა, მაგრამ ერთ-ერთ მათგანს, The Apotheosis of the Arts, აკლდა 2’x2′ სეგმენტი, რომელზეც კუბიდონი იყო გამოსახული. ახლა, 42 წლის შემდეგ, ნამუშევარი აღდგენილია და გაერთიანებულია.
მოცემული გობელენი ალეგორიული ფორმით ასახავს ლიბერალური ხელოვნების კატეგორიებს. იგი შეიქმნა დაახლოებით 1654 წელს ბრიუგეში შუტის მიერ. მხატვრის მენტორი იყო რუბენსი.
ნამუშევრის დაკარგული ნაწილის მოძიებით ესპანეთის ეროვნული პოლიციის გამომძიებელი, ანხელ ალკარაზი დაინტერესდა. ის დაუკავშირდა ვან დენ ბერგეს ყოფილ ადვოკატს და მიაკვლია დაკარგულ ნაწილს, რის შემდეგაც ნამუშევარი დააბრუნეს ბურგოსის მთავარეპისკოპოსის სანტო დომინგოს ეკლესიაში.

რაც შეეხება თავად ერიკ ბელგიელს, 1982 წელს ის დააპატიმრეს და იმის მიუხედავად, რომ იგი ხელოვნების ნიმუშების ცნობილი ქურდი იყო, ციხეში მცირე დრო გაატარა. მოგვიანებით ის ეხმარებოდა პოლიციას მსგავსი საქმეების გახსნაში. 2020 წელს ის გარდაიცვალა.











