თბილისის გარე რეკლამებზე დაკარგული შინაური ცხოველის ფოტო თუ შეგიმჩნევიათ? იქნებ ერთ-ერთი ხართ, ვისაც ეს საყვარელი არსების პოვნაში დაეხმარა. ამ კეთილშობილური წამოწყების უკან გარე რეკლამების კომპანია Alma და სააგენტო Kraken დგანან. მათ შექმნეს პლატფორმა – Monitors.ge, რომელიც ბილბორდების გამოყენებით ადამიანებს კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. Monitors.ge-ს პირველი კამპანია, ახალ წელს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დაკარგული შინაური ცხოველების პოვნას მიეძღვნა. შედეგი წარმატებული აღმოჩნდა – 4 დაკარგული შინაური ცხოველი პატრონს დაუბრუნდა.
ამ აქტივობით გვინდოდა მომხმარებლისთვის monitors.ge-ს ახალი შესაძლებლობების ჩვენება. კამპანიის გაშვებისთანავე ადამიანებისგან პოზიტიური და ემოციური უკუკავშირი მივიღეთ. მომართვიანობა, დაკარგული ცხოველების პატრონებისგან, დღემდე გრძელდება და აქტიურად უბრუნდებიან შინაური ცხოველები თავიანთ სახლებს,“ – ამბობენ კამპანიის ავტორები.












