in ,

დაყავი ბრენდი და იბატონე მომხმარებლეზე – თეონა ბაღდავაძე

რა ჯობია ახალი ავტომობილის სუნს? ! brand

BOG
BOG

ცივ კოკლა-კოლას რომ გახსნი ზაფხულში…

სასტუმროს ხალათით რომ გამოხვალ ტერასაზე და ხელში  ცხელი  არომატული ესპრესოს ჭიქა გიჭირავს …

ამ ფრაზებს ჰედონისტური სიამოვნების გარდა,  ერთი საერთო მახასიათებელი აერთიანებს.

ყველა ეს ქმედება, აზრი თუ ემოცია კონკრეტულ ბრენდთანაა დაკავშირებული .

ბრენდინგის სპეციალისტები დიდი ხანია  საუბრობენ რომ ბრენდი გასცდა ტრადიციულ მახასიათებლებს, რომელსაც ჩვენ ამ სფეროს წარმომადგენლები ექსკლუზიურ ყურადღებას ვუთმობთ და ლოგოს, ფერის და სახელის პარალელურად, გვიწევს ფიქრი ბრენდის ისეთ მახასიათებლებზე, რომელიც ადამიანის ხუთივე გრძნობისთვის ერთდროულად იქნება აღსაქმელი და მისაღები .

ბრენდი რომელსაც ვხედავთ, რომელსაც ვეხებით, გვესმის, აღვიქვამთ ყნოსვით და ხშირ შემთხვევაში გემოთი, არიან ბრენდები რომლებთანაც  მომხმარებლები ყველაზე გრძელვადიანი და ლოიალური ურთიერთობაში შედიან.

ამასთან დაკავშირებით Martin Lindstorm – ის საინტერესო წიგნი Brand Sense , წავიკითხე, სადაც კონკრეტული მაგალითებია  მოყვანილი, რომლის ძირითად პრინციპად მარტივი დავალება არის მოცემული:

დაშალეთ თქვენი ბრენდი მარტივ მამრავლებად  ისე რომ მხოლოდ ერთი შეგრძნებით შესძლოთ მისი ამოცნობა და ნახეთ, რამდენად შეინარჩუნებს  ის ცნობადობას. მარტივ მამრავლებად ბრენდის დაყოფა, არითმეტიკული ამოცანა არ არის ( კიდევ კარგი, თორემ მე ამას ვერ შევძლებდი ).

ბრენდი დაშალეთ ისე,   რომ  დაიტოვოთ მხოლოდ ფოტო, რომელიც მოკლებულია ყოვლგვარ სარეკლამო მესიჯებს და ნახეთ რამდენად შეუძლიათ ადამიანებს გამოარჩიან ეს ფოტო იმ ათასობით ფოტოსგან, რომელიც ყოველ დღე ჩვენი თვალის ბადურაზე აღიბეჭდება.

ფოტოთი ბრენდის ამოცნობა არც ისე მარტივი საქმეა, როგორ აღმოჩნდა მარკეტინგული კამპანიების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე ტიპის ფოტო მასალებს იყენებს, მაგალითად ხელის ჩამორთმევის კადრს, რომელიც თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან . ამ გამოცდას კარგად გაუძლო ტანსაცმლის მწარმებელმა ბრენდმა ბენეტონმა, კომპანიამ,რომელმაც აბსოლუტურად განსხვავებული  ტიპაჟის ადამიანებისგან შექმნა ისეთი ფოტობანკი, რომელიც ერთხელ ნახვის შემდეგ შეუძლებელია, რომ სხვა ბრენდში აგერიოთ.

დაშალეთ ბრენდი ისე, რომ დაგრჩეთ მხოლოდ ფერი.  ბილაინის შავ- ყვითელი, კოკა-კოლას წითელი ეს ის ფერთა გამაა, რომელიც არც ერთ შემთხვევაში, არ აგერევათ არაფერში.

საივულერო კომპანიის ”ტიფანი ” საფირმო ცისფერი ყუთი , ექსპერიმენტში მონაწილე ქალბატონების 22%-ს განსაკუთრებით უღვივებს რომანტიული ურთიერთობის სურვილებს.

მე ნამდვილად არ ვიცი, ექსპერიმენტის ავტორმა მამაკაცებმა უპასუხეს თუ არ ამ სურვილს, მაგრამ ფაქტი არის ის რომ, პატარა ცისფერი ყუთი, ხშირად დიდ თავგადასავლებს იტევს .

” გამოშიგნეთ ბრენდი ” და დატოვეთ მხოლოდ ფორმა, ისე რომ ერთი შეხებით შეგეძლოთ მისი ამოცნობა.  რა უნდა მოხდეს, რომ , კოკა კოლის ან შანელ N5 ის ბოთლი აგერიოთ სხვა ბრენდებში . მაცდური ფორმის კომერციალიზაცია ჟან-პოლ გოტიემ მარტივად მოახდინა, როდესაც მადონას ტანის ფორმის ბოთლში,ჩემთვის საკმაოდ სადაო სუნის მქონე სუნამო ჩაასხა. სუნამო, რომელიც  დიდხანს უნარჩუნებდა ბრენდს ფლაგმანის პოზიციებს.

გამოაცალეთ ბრენდს ყველა მაჩვენებელი სახელის გარდა , აქ ბევრს არ ვისაუბრებ , i-ზე დაწყებული ბრენდები, პროდუქტის ღირებულებას 100 ჯერ რომ ზრდის, ეს თქვენც კარგად იცით , ეგ კი არა i-ტაფაში შემწვარი კარტოფილიც დარწმუნებული ვარ ყველაზე გემრიელი იქნება.

შემდეგი მეთოდი ბრენდის სიძლიერის შესამოწმებლად არის ენა, რომელზეც ის გვესაუბრება. როგორც აღმოჩნდა , გამოკითხულთა 80 % , სიტყვების – ჯადოსნური, კრეატიული და ოცნება ( ეს გამოკითხვა ჩვენთან არ ჩატარებულა როგორც ხვდებით ) უოლტ დისნეის კორპორაცია ახსენდება.

დახუჭეთ თვალები, დაიხშეთ ყნოსვა და იცანით ბრენდი მხოლოდ ხმით,რომელსაც ის გამოსცემს.

დარწუნებული ვარ ესპრესოს მანქანის, ნოკიას მელოდია და 25-60-60 ის რეკლამაში გამიყენებული ხმა არასდროს აგერევათ სხვა მელოდიაში .

ბრენდინგის თანამედროვე სპეციალისტები, სულ უფრო და უფრო მეტ ჯადოქრულ ხერხს მიმართავენ იმისთვის, რომ მომხმარებლები დაუბრუნდენ საწყისებს და ჩვენი ისედაც ირაციონალური გადაწყვეტილები, კიდევ უფრო ინსტიქტური გახდონ.  ასე რომ, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომელსაც ხშირად მეც ვერ მივსდევ, რომ სანამ ახლადგამომცხვარი ფუნთუშის სურნელით თავბრუდახვეულები, მაღაზიის მთელი საკონდიტრო ასორტიმენტის შეძენას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ, რომ თქვენ აქ მხოლოდ ერთი ქილა მაწვნის შესაძენად შემოხვედით.

ავტორი: თეონა ბაღდავაძე



ვაკანსია მსოფლიოში ყველაზე რთულ პოზიციაზე!

ჯიპიაი ჰოლდინგი სააღდგომოდ ახალ კამპანიას იწყებს