გასულ კვირას 175 ქვეყნის წარმომადგენლები ოფიციალურად შეთანხმდნენ, რომ პლასტიკური ნარჩენებით გარემოს დაბინძურება რამენაირად უნდა შეიზღუდოს. პლასტიკური ნარჩენი კლიმატის კრიზისის მზარდი გადაუდებელი ნაწილი ხდება და ბოლო შეფასებები გვამცნობს, რომ წარმოებული მასალის მთლიანი რაოდენობა აჭარბებს ხმელეთზე და ზღვაზე ყველა ცხოველის საერთო წონას. ყოველწლიურად, ჩვენ ერთობლივად ვქმნით 300 მილიონ ტონა ნარჩენს ერთჯერადი გამოყენების კონტეინერებისა და მსგავსი პროდუქტებისგან. ამ დროს, გადამუშავებული ნარჩენები მხოლოდ 9%-ს შეადგენს და მოწმობს იმ მკაცრი რეალობის შესახებ, რომ პლანეტა პლასტმასით არის გაჟღენთილი.
გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის შეხვედრისას, ფოტოგრაფმა და მხატვარმა ბენჯამინ ფონ ვონგმა აღმართა კოშკი, 30 ფუტის სიმაღლის ინსტალაცია კენიაში გაეროს შტაბ-ბინის გარეთ. ვონგი მუშაობდა ღარიბ რეგიონში, სადაც 100-ზე მეტ ადგილობრივთან ერთად შეაგროვა, გაასუფთავა და დაალაგა 3 ტონა წყლის ბოთლი, სანელებლების კონტეინერები და სხვა არასასურველი ნივთები. ეს ნარჩენები მან ინსტალაციისთვის გამოიყენა და დიდი ზომის ვერცხლის ჭურჭლიდან გადმოკიდა.
ინსტალაცია, სახელად Turn Off the Plastic Tap გარემოს დამცველებსა და თითოეულ მომხმარებელს ადანაშაულებს თავისი წილი პასუხისმგებლობის არდაცვაში. „ნამდვილი გამოსავალი და შესაძლებლობა არის პლასტმასის წარმოების კონტროლის ქვეშ მოქცევა, თუ დავრწმუნდებით, რომ უნდა დავხუროთ პლასტმასის ონკანი”, – ამბობს ვონგი.