დაარსების დღიდან, Dakine სპორტული სამყაროს უცვლელ ნაწილად იქცა. ბრენდის ნოვატორული მემკვიდრეობის მიღმა იმალება გემოვნებიანი სტილი, სტრატეგიული მიდგომა და მომხმარებლების განსხვავებული გამოცდილება. მოდით, სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩავუღრმავდეთ Dakine-ის ისტორიას და გავიგოთ, როგორ ახერხებს ბრენდი ახალ გამოწვევებში ნავიგაციას.
Dakine ჰავაის კუნძულებზე დაიბადა, მაუის მზისა და ტალღების ფონზე, 1979 წელს. ეს არ იყო ბრენდი, ეს იყო სიყვარულით შექმნილი პროექტი, რომელიც სერფერმა რობ კაპლანმა საკუთარი სერფინგის დაფის საბელის დაკარგვის შემდეგ ჩაიფიქრა. გამომგონებლობას საკერავ მანქანასთან მუშაობა დაურთო და გამძლე ქსოვილით დაამზადა ახალი სამაგრი. სახელწოდება Dakine – Da Kine-დან მოდის, რაც ჰავაის ენაზე საუკეთესოს ნიშნავს.
ამბავი გამძლე სამაგრზე სწრაფად გავრცელდა. სულ მალე, Dakine-მ სხვა პროდუქტების შექმნაც დაიწყო. ვინდსერფინგის განვითარებამ ის სულ სხვა მასშტაბზე გადაიყვანა და ბრენდის ასორტიმენტს დაემატა ინოვაციური თასმები, აქსესუარები, სამგზავრო ჩანთები… თითოეულ მათგანს რობი საკუთარი გამოცდილებით, დახვეწილად ქმნიდა. ამ მიდგომის დახმარებით, მან Dakine სპორტული პროდუქტების მოწინავე რიგებში გადაიყვანა.
მას შემდეგ, რაც ვინდსერფინგის ეპიცენტრმა ჰუდ რივერში, ორეგონში გადაინაცვლა, მისამართი შეიცვალა Dakine-მაც და 1986 წელს თავადაც იმავე ქალაქში განთავსდა.
ბრენდის დნმ პროგრესის უწყვეტი სურვილით იყო გაჟღენთილი. თითოეული პროდუქტი პასუხობდა საჭიროებას, გააზრებული იყო გამოცდილებით და მიყვებოდა ექსტრემალური სპორტის მოყვარულთა მოთხოვნებს. ეს არ იყო მხოლოდ ფუნქციური პროდუქტები. Dakine იქცა ცხოვრების სტილად, თავისი ცოცხალი ფერებითა და თამამი დიზაინით, რითაც აუდიტორიის ენერგიასა და ენთუზიაზმს პასუხობდა. ის ჩამოყალიბდა თავგადასავლების მოყვარულთა ბრენდად, მათ საიმედო მეგზურად.
დღეს Dakine არის გლობალური ლიდერი სათავგადასავლო აღჭურვილობაში, რომელიც ამარაგებს მოთხილამურეებს, სნოუბორდერებს, სერფერებს, სკეიტბორდერებს, ველოსიპედისტებს… ის კვლავაც ერთგულია თავდაპირველი ღირებულებების და განაგრძობს დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას აუდიტორიისთვის.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.