in

დალაგების სერვისი გამოძახებით – PROFY-ის ახალი მომსახურება

PROFY, ბევრისთვის, უკვე კარგად ნაცნობი კომპანიაა. მან, 2019 წლის TBC Business Award-ზე, ქვეყნის საუკეთესო სტარტაპის ტიტული მოიპოვა. მაშინ, ორგანიზატორების მომზადებულ რგოლში, „პროფის“ გენერალური მენეჯერი ირაკლი ზანთარაია ერთგულ მომხმარებლებს დაპირდა, რომ სულ მალე შესაძლებლობა მიეცემოდათ, ესარგებლათ დალაგების სერვისით, მარტივად და განსხვავებულად. კომპანიამ შეასრულა დანაპირები – დღეს მომხმარებელს აქვს საშუალება, ისარგებლოს დალაგების სერვისით – ღილაკზე თითის დაჭერით.

bog
bog-mob

თანამედროვე ცხოვრების ტემპი ძალიან სწრაფია. ყველას გვიწევს, ფეხი ავუწყოთ მას და ამისთვის აუცილებელია დროის კარგი მენეჯმენტი. სამყაროში, სადაც თითოეულ წუთს თავისი ფასი აქვს, საჭიროა პრიორიტეტების სწორი გადანაწილება. დამღლელი დღის შემდეგ, გვინდა კომფორტულად მოვთავსდეთ, ღრმად ჩავისუნთქოთ და დავისვენოთ. ჩვენი პირადი საჭიროებებისთვის დროის გამონახვა სულ უფრო რთული ხდება. „დედლაინები“, შეხვედრები, ამ ბოლო დროს – „ქოლები“ Zoom-ში და მისი თანმდევი დაგეგმარების პროცესები არ გვაძლევს საშუალებას, თავს მოდუნების უფლება მივცეთ. თითოეული დღე კი სამსახურეობრივი ვალდებულებების გარდა, ისე რომ ჩვენ არაფერს გვეკითხება, გვთავაზობს „სიურპრიზებს“. მაგალითად: გაფუჭებული ონკანი, მილი, რომელმაც ჟონვა უცაბედად დაიწყო, ბავშვის მიერ თავდაყირა დაყენებული ის ოთახი, რომელიც გეგონა, რომ დაალაგე, გაზაფხულის შხაპუნა წვიმის შემდეგ დასვრილი ფანჯრები და ვინ დაითვლის, კიდევ რამდენი.

PROFY არის სივრცე, სადაც დღის ის ნაწილი, რომელიც სანტექნიკისა და ელექტრობის დაზიანების შედეგად თქვენთვის უსიამოვნო გახდა, მაქსიმალურად კომფორტულ გამოცდილებად გარდაიქმნა. უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი კი მიხვდა, რომ დასალაგებელ სახლსაც სჭირდებოდა მსგავსი გადაწყვეტა და მათი დიდი უმრავლესობის თხოვნის შედეგად გადაწყდა, რომ PROFY-ს პლატფორმა დალაგების სფეროსაც „დაალაგებს“!

დალაგების სერვისთან დაკავშირებით, PROFY-ს გენერალური მენეჯერი, ირაკლი ზანთარაია საუბრობს:

„ხელოსნის მომსახურებასთან შედარებით, დალაგების სერვისის ინტეგრაციას პლატფორმაზე ბევრად მეტი მუშაობა და დაგეგმვა დასჭირდა, იმიტომ რომ ბევრად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ უკვე არსებულ და კმაყოფილ მომხმარებლებთან. ასევე მათთან, ვინც ჯერჯერობით არჩევანის პროცესშია, გამოიყენოს თუ არა ჩვენი სერვისი. იმის მიუხედავად, რომ PROFY-ს დაარსების დღიდან, იდეის დონეზე გვქონდა ახალი სერვისების დამატება, გადამწყვეტი როლი მაინც მომხმარებლის მოთხოვნამ ითამაშა. ამიტომ, უმაღლესი ხარისხის მისაღწევად, ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიკვლიეთ მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკები, შევადარეთ ქართულ რეალობას, ვტესტავდით ყველა შესაძლო სცენარს და შედეგად შევქმენით ინოვაციური და მოქნილი დალაგების სერვისი, რომლითაც ძალიან ვამაყობთ და დარწმუნებულები ვართ, გავამართლებთ მოლოდინებს.

M: ვისთვის არის განკუთვნილი Profy?

ირაკლი ზანთარაია: PROFY არის ყველასთვის, ვისაც ტელეფონის აპლიკაციებისა და ინტერნეტის ელემენტარულ დონეზე გამოყენება შეუძლია; ვისაც თვითონ არ აქვს დრო, მოიძიოს სანდო დამლაგებელი და კვალიფიციური ხელოსანი. ან უბრალოდ ურჩევნია, ეს დრო უფრო პროდუქტიულად გამოიყენოს  და მაღალი ხარისხის სერვისი მიიღოს. ჩვენი პლატფორმა არის ადამიანებისთვის, ვინც დაიღალა, ყოველდღიურ რეჟიმში, შეათანხმოს თავისი დღის განრიგი სერვისის მიმწოდებელთან ტელეფონის საშუალებით, ურჩევნია უბრალოდ ჩართოს აპი და რამოდენიმე „კლიკით“ მოითხოვოს ის, რაც სჭირდება სახლში კომფორტულად ცხოვრებისთვის.

M: რითია საინტერესო თქვენი პლატფორმა მათთვის, ვინც თავად აწვდის სერვისს მომხმარებელს?

ი.ზ. : PROFY-ს პლატფორმა ბევრ ბენეფიტს სთავაზობს სერვისის მიმწოდებლებს. მაგალითად, თავისუფალი გრაფიკით მუშაობა, თავისუფალი განფასების შესაძლებლობა, რომელიც ორივე მხარის ინტერესებზეა მორგებული, ვგულისხმობ მომხმარებელსა და სერვისის მიმწოდებელს. COVID-19 -ის შედეგად გამოწვეული ეპიდემიოლოგიური რეალობიდან გამომდინარე, ტურიზმის სფეროში მომუშავე დამლაგებლების 95%, სამწუხაროდ, შემოსავლის გარეშე დარჩა. ჩვენი აპი კი მათ (და არა მხოლოდ მათ) აძლევთ საშუალებას, მოხვდნენ გასაუბრებაზე, სრულიად უფასოდ გაიარონ ჩვენი სტანდარტების შესაბამისად ტრენინგი და მიიღონ შემოსავალი, ისევ ჰქონდეთ სტაბილურობის განცდა და თავი რეალიზებულად იგრძნონ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

M: რით გამოირჩევით ბაზარზე, რა ტიპის დალაგებას შესთავაზებს PROFY მომხმარებლებს?

ი.ზ. :  ამ ეტაპისთვის, ორი სახის დალაგების სერვისზე შევჯერდით:

სტანდარტული დალაგება – გულისხმობს გენერალურ დალაგებას, რომელშიც შედის ყველა ის პროცედურა და დასუფთავებისთვის საჭირო ქმედება, რომელიც საჭიროა თქვენი სახლის იდეალური სისუფთავისთვის. მაგ: ფანჯრების გაწმენდა, ჭურჭლის დარეცხვა, აბაზანის დალაგება, მოპირკეთების ადგილების გადაბმების ჩათვლით. ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ იმ ნაწილით, რომ მომხმარებელს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა დაალაგოს სახლის კონკრეტული სივრცეები, ჩვენი უნიკალური შერჩევის პროცესი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, კონსტრუქტორივით ააწყოს საკუთარი ბინა, ან აირჩიოს მხოლოდ ის სივრცე, რომლის დალაგებაც სჭირდება.

ორსაათიანი დალაგება – ამ სერვისის გამოყენებისას საშუალება გაქვთ მიიღოთ ის მომსახურებები, რომლებიც ორი საათის შუალედშია ხელმისაწვდომი. მაგალითად დაბადების დღის მერე უამრავი ჭურჭელი დაგიგროვდათ და გჭირდებათ გარეცხვა და მხოლოდ იატაკის მოწესრიგება. ამ სერვისს, შინაურულად, „მიალაგ-მოალაგეს“ ვეძახით.

M: კიდევ რა თემაზე მუშაობს Profy და რა იქნება შემდეგი ნაბიჯი ?

ი.ზ. :  ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ყოველდღიურად მომხმარებლის „ფიდბექზე“ მუშაობაა. შესაბამისად, ვაანალიზებთ, რომ სერვისის მარტივად და კომფორტულად მიღების უზრუნველყოფა აუცილებელია. ყოველთვის იმ ინფორმაციაში კირკიტი და გადაჭრის გზების ძიება, რომელიც მომხმარებლებისგან მივიღეთ, შემდეგ კი მათი იმპლემენტაცია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ არსებული სერვისების სრულყოფისთვის. მომხმარებლის აპში ოპერირებისა და ზღვა „ფიდბექის“ ანალიზის შემდეგ, ჩვენი გუნდი აქცენტირებულია სერვისის კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიწოდებაზე. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აპის რედიზაინზე, განსაკუთრებით დიდი აქცენტი გაკეთდა UX/UI მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აპი ისე იყოს აწყობილი, რომ ყველა მომხმარებლისთვის კომფორტული იყოს როგორც ვიზუალური მხარე, ისე – აპში ინტერაქცია. მოტივირებულები ვართ, ვიყოთ ყველაზე ხარისხიანი და მრავალფეროვანი სერვისის მიმწოდებელი პლატფორმა. ამიტომაც, ვმუშაობთ კიდევ რამოდენიმე სერვისზე, რომლებსაც, ამ ეტაპისთვის, სიურპრიზად შემოვინახავთ.

 

[R]

მოდით, განვაგრძოთ იქიდან, სადაც გავჩერდით! – KIA მოგზაურობისკენ მოგვიწოდებს

აქ გელოდება ზაფხული! – GoBatumi-ის ვიდეორგოლი