ფუტკრები ჩვენი სასოფლო-სამეურნეო ციკლის განუყოფელი ნაწილია — მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 90-მდე სხვადასხვა სახეობის კულტურა ეყრდნობა ამ მწერებს. სამწუხაროდ, American Foulbrood-ის სახელით ცნობილი ეპიდემია მასიურად ვრცელდება და მნიშვნელოვანი რაოდენობის კოლონიებს კლავს…
რამდენიმე წლის წინ ინტერნეტ სივრცეში შესაბამისი მოძრაობაც კი გაჩნდა — კერძოდ, ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა #savethebees ჰეშტეგით დისკუსიები წამოიწყო. ფუტკრების მოყვარულები კი საჭირო ინფორმაციას ავრცელებდნენ, თუ როგორ ხდება მწერების დაავადებისგან დაცვა.
მართალია, დაავადება თავდაპირველად მხოლოდ ამერიკაში იჩინა თავი, მაგრამ დროთა განმავლობაში მთელ მსოფლიოს მოედო. რადგანაც Paenibacillus larvae-ს ბაქტერიით გამოწვეული ეპიდემიის სამკურნალო საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს, მეფუტკრეები იძულებულები არიან, ნებისმიერი ინფიცირებული კოლონია დაწვან, ვიდრე დაავადება სხვებსაც გადაედებათ.
ახლა კი მეცნიერები აცხადებენ, რომ ფუტკრებისთვის „ბედნიერ დასასრულს“ მიაგნეს. USDA-მა ახლახან დაამტკიცა Dalan Animal Health-ის მიერ შემუშავებული ვაქცინა, რომელიც ფუტკრების დედოფლის საკვებად განკუთვნილ ჟელეში თავსდება. მისი მიღების შემდეგ, პრეპარატის ნაწილს ფუტკრის საკვერცხეები იწოვს და შედეგად, შესაბამისი იმუნიტეტის მქონე ფუტკრები დაიბადებიან.
ამასთან, Dalan Animal Health ვაქცინას კომერციულად მიყიდის მეფუტკრეებს, რათა კოლონიების დაცვა და გადარცენა შეძლონ.