#DrinkWhatYouWant კამპანიაა, რომელიც სარეკლმაო სააგენტო The Martin Agency–მ და არყის მწარმოებელმა კომპანია Stoli–მ წამოიწყეს. ინიციატივის მიზანია, დაამარცხოს სტიგმა იმ კაცების მიმართ, რომლებსაც ხილიანი სასმელები უყვართ. სპეციალურად კამპანიისთვის, ძალიან სახალისო ვიდეორგოლიც გადაიღეს.
მე კაცი ვარ?! დიახაც ვარ! მათგან განსხვავებით, ვისაც თავიანთი მამაკაცური ხასიათის უკეთ გამოსახატად ლუდის უზომო სმა და ვისკის დაგემოვნება სჭირდება, ვიდეორგოლის მთავარი გმირი ამის დემონსტრირებას ხილით გალამაზებული კოქტეილითაც მშვენივრად ახერხებს. მეტი სიახლე, მრავალფეროვნება, განსხვავებული გემო სასმელის დალევის მთელი სიამოვნებაც სწორედ ეს არის.
დროა მოეშვათ გვერდით ყურებასა და იმაზე ფიქრს, რას იფიქრებენ თქვენზე და დალიოთ ის, რაც გაგიხარდებათ.
https://www.youtube.com/watch?v=F4VdkVvg4fQ
გარდა იმისა, რომ კამპანია გარკვეულ მიზანს ემსახურება, ის არყის რეკლამასაც წარმოადგენს. ფორთოხლისა და მარწყვის არაყი?! მაცდური შემოთავაზებაა. მოკლედ, #დალიერაცგაგიხარდება.
https://www.youtube.com/watch?v=iIgTEZUptIE
https://www.youtube.com/watch?v=ny8AxE75Tc4
https://www.youtube.com/watch?v=t8Rzknwgr7I