in

დალიეთ ზომიერად!

BOG
BOG

კარგი იუმორის გრძნობა კარგია, კარგად დალევაც კარგია, მაგრამ არა ალკოჰოლზე დამოკიდებულება და გონების დაკარგვა. Steinlager-ის ახალი სარეკლამო კამპანიაც დალევას ეხება, დალევას და გონების შენარჩუნებას.

რეკლამის გმირი ყველა იმ ადამიანს, რომელიც დათვრა და გაითიშა მარკერით სხეულს “ულამაზებს”. კამპანია “იყავი არტისტი და არა ტილო” სატელევიზიო რეკლამას და ბანერების სერიას წარმოადგენს. კრეატივი სააგენტო DDB NZ-ს  და სტუდია The Sweet Shop-ს ეკუთვნის.

Steinlager-ის ლუდის რეკლამა, ალბათ ალკოჰოლური სასმელის პირველი რეკლამაა, რომელიც მომხმარებელს დალევის კონტროლისკენ მოუწოდებს. მსგავს სარეკლამო კამპანიებს უფრო ის ორგანიზაციები აკეთებენ, რომლებიც ალკოჰოლს და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძვიან ( ძალადობის და ალკოჰოლზე დამოკიდებულების ახალი გამაფრთხილებელი რეკლამა )

http://youtu.be/oeR7lupVGnM

steinlager

თავისუფლება ინტერნეტს

ხატია შამუგია– ICI PARIS მარკეტინგისა და PR–ის მენეჯერი