in

როგორ შევქმნათ დიზაინები ხელოვნური ინტელექტისა და Microsoft Designer-ის მეშვეობით

DAll.E 2 არის გენერაციული AI სისტემა, რომელიც შემუშავებულია OpenAI-ის მიერ. მას შეუძლია, ტექსტური აღწერების მეშვეობით, რეალისტური გამოსახულებებისა და ხელოვნების ნიმუშების გენერირება. ეს ტექნოლოგია იძლევა კრეატიული გამოხატვის საშუალებას და შეიძლება იყოს ღირებული ინსტრუმენტი სხვადასხვა აპლიკაციისთვის, ნამუშევრების გენერირებიდან – იდეებისა და კონცეფციების ილუსტრირებამდე. ეს ადასტურებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს გამოსახულების გენერირების სფეროში.

Microsoft-მა DALL·E 2, OpenAI-ის DALL·E-ის მეორე თაობა, თავის Microsoft Designer აპლიკაციასთან გააერთიანა. Microsoft Designer არის გრაფიკული დიზაინის აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ, შექმნათ პროფესიონალური ხარისხის სოციალური მედიის პოსტები, მოსაწვევები, ციფრული ღია ბარათები, გრაფიკული გამოსახულებები და სხვა.

სურათების გენერირებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება DALL·E 2-ით, რამდენიმე სარგებელს გთავაზობთ, მათ შორისაა:

ორიგინალური სურათების შექმნა: 

შეგიძლიათ შექმნათ ისეთი სურათები, რომლებიც აქამდე არავის უნახავს, რაც უზრუნველყოფს თქვენი ბრენდის ან კრეატიული ნამუშევრის უნიკალურობას.

კრეატიულობის გაღვივება: 

აქ შეგიძლიათ შეუთავსოთ სხვადასხვა საგანი, პარამეტრები და ხელოვნების სტილი თვალწარმტაცი და წარმოსახვითი კომბინაციების შესაქმნელად.

წარმოსახვითი ელემენტების გამოსახვა: 

შექმენით ადამიანების ან საგნების გამოსახულებები, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. 

ხელწერის შემუშავება: 

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თანმიმდევრული და გამორჩეული ვიზუალური იდენტობა, თქვენი ბრენდისთვის ან კონტენტისთვის კონკრეტული სტილის საკვანძო სიტყვების გამოყენებისას. 

ამ პროგრამებთან ინტეგრაცია საშუალებას მოგცემთ, დააგენერიროთ უნიკალური და შემოქმედებითი ვიზუალები, რაც მთავარია, მაღალი ხარისხის გამოსახულებით.

პროგრამის გამოყენება

  • შედით Microsoft Designer-ში.
  • ტექსტურ ველში, სახელწოდებით „დაწყება”, შეიყვანეთ ფრაზა, რომელიც აღწერს იმ სურათს, რომლის გენერირებაც გსურთ. ამ ფრაზით თქვენ AI-სთან მოთხოვნას აგზავნით.
  • ეს ფრაზა შეიძლება იყოს ძალიან კრეატიული, დაწყებული მარტივი ხატულებითა და შაბლონებით, დამთავრებული დეტალური ილუსტრაციებითა და ნამუშევრებით. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ მოთხოვნა, როგორიცაა: „საყვარელი პერსონაჟი სამუშაო გარემოში. მელნისა და აკვარელის ილუსტრაცია, ფერადი ფონი“.
  • ამის შემდეგ AI წარმოქმნის სურათს თქვენი მოთხოვნის საფუძველზე და შეგიძლიათ კიდევ უფრო გააუმჯობესოთ იგი Microsoft Designer-ში არსებული გრაფიკული დიზაინის ფუნქციების გამოყენებით.

რამდენიმე რჩევას მოგცემთ, როგორ მისცეთ მითითება პროგრამას:

  • იყავით კონკრეტული, მოერიდეთ ერთსიტყვიანი მოთხოვნის გამოყენებას და ამის ნაცვლად გამოიყენეთ ფრაზები, რათა აღწეროთ ის, რასაც ეძებთ დეტალურად.
  • მიუთითეთ დამატებითი დეტალები, რათა დაეხმაროთ AI-ს უკეთ გაიგოს თქვენი მოთხოვნა.
  • მოერიდეთ რთულ სცენებს. გაითვალისწინეთ, რომ რთული სცენები მრავალი სუბიექტით, სახეებითა და ტექსტით ნაკლებად ეფექტური იქნება. AI-ს შეიძლება ჰქონდეს შეზღუდვები ასეთი მოთხოვნების ინტერპრეტაციაში.

ეს არის პლატფორმა, რომელიც კრეატიული გამოხატვისა და დიზაინის შესაძლებლობების უნიკალურ ვერსიებს გთავაზობს. მართალია, ის ჯერ კიდევ დასახვეწია და ადამიანივით შემოქმედებითად ვერ უდგება საქმეს, მაგრამ მომხმარებლები უკვე ფიქრობენ, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს, ისეთიც კი, რომ შეითავსოს გრაფიკოს დიზაინერების საქმიანობა.

Sony-მ შშმ პირებისთვის PlayStation-ის კონტროლერი შექმნა

ლევან ლეფსვერიძე კოტლერის „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ მრჩეველთა საბჭოს წევრია!