ოდესმე წარმოგიდგენიათ, რა ხდება ჩარჩოებში მოქცეული გამოსახულებებისა და სივრცის მიღმა? მაგალითად, რა ხდება მონა ლიზას იდუმალი ღიმილის წინ, მარჯვნივ ან მარცხნივ… ყველასათვის აწ უკვე კარგად ცნობილი AI პროგრამა DALL-E სწორედ ამ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში დაგეხმარებათ. ეს უკანასკნელი ქმნის სავარაუდო გარემოს, თუ სად შეიძლება იმყოფებოდნენ ცნობილი ხელოვნების ნიმუშების ცნობილი პერსონაჟები.
ახალი Outpainting ფუნქციით, DALL-E მხატვრის ორიგინალურ სტილს იღებს და სცილდება საზღვრებს, რათა დაგვანახოს, რა შეიძლება იყოს ხელოვნების სხვადასხვა ნაწარმოების პერიფერიულ გარემოში. მაგალითად, ამ ეტაპზე დიდი ყურადღება მიიპყრო იან ვერმეერის ნამუშევარმა „გოგონა მარგალიტის საყურით“. პროგრამამ ის გარემო შექმნა, რომელშიც მოდელი პორტრეტის დახატვის დროს პოზირებდა.
აქამდე DALL-E იყენებდა Inpainting-ს, რომელშიც ის წინასწარმეტყველებს ხელოვნების ნაწარმოების ელემენტებს, რათა დაასრულოს ნახატი. Outpainting არის Inpainting-ის უახლესი პარტნიორი და ის ხსნის სამყაროს, რომელსაც ჩვენ, როგორც დამთვალიერებლები, არასდროს ვიცნობდით.
ეს ცვლის ყველაფერს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ხელოვნების სამყაროში. ახლა სურათები შეიძლება გარდაიქმნას ფართომასშტაბიანი მაღალი რეზოლუციის ხელოვნების ნიმუშებად, ნებისმიერი ასპექტის თანაფარდობით. ეს ეფუძნება ხელოვნური ინტელექტის უახლეს მოგზაურობას, რომელიც სცილდება მხოლოდ მარტივი გამოსახულების გენერირებას და ამის ნაცვლად მხატვრებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი მასშტაბის ნამუშევრები წარმოადგინონ.