in

დამბლადაცემული ადამიანის ტვინის სიგნალები სიტყვებად გარდაიქმნება!

ახალი მოდელი უფრო სწრაფ და ბუნებრივ კომუნიკაციას უზრუნველყოფს

ახლახან სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეიროქირურგმა ედვარდ ჩანგმა გამოსცადა მიდგომა, რომელიც ცნობილია როგორც ღრმა სწავლების ალგორითმი.  ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე კი მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ინსულტის მიღების შემდეგ პარალიზებულმა ადამიანებმა კომპიუტერული სისტემის საშუალებით საუბარი შეძლეს. სისტემა ადამიანების ტვინიდან ელექტრულ სიგნალებს კითხულობს და შედეგად მეტყველება წარმოიქმნება.

ეს მიდგომა, სასაუბრო ან გამოგონილი წინადადებების რეკონსტრუქციისთვის, ადრეც გამოიყენებოდა უნარშეზღუდულ მოხალისეებზე. თუმცა პარალიზებულ ადამიანზე ჩატარებული ეს პირველი დემონსტრაცია “ნამდვილად ეხება მთავარ პრობლემას, რომელიც ჯერ კიდევ გადასაჭრელი რჩება იმ პაციენტებისთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება” – ამბობს კრისტიან ჰერფი, მაისტრიხტის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერი, რომელიც არ მონაწილეობდა ექსპერიმენტში.

ექსპერიმენტში მონაწილე პირი ინსულტით მიღებული პარალიზებით ათ წელზე მეტხანს ცხოვრობდა, კერძოდ, მეტყველებაში მონაწილე კუნთების დისფუნქცია აღენიშნებოდა. ამასთან, კიდურებიც პარალიზებული ჰქონდა და კომუნიკაციას ეკრანზე წარმოდგენილი ასოების თავის მცირე მოძრაობითა და მინიშნებით ახერხებდა. რა თქმა უნდა, წუთში დაახლოებით ხუთი სიტყვის თქმა საკმაოდ ანელებდა პროცესს… ახალი მოდელი კი უფრო სწრაფ და ბუნებრივ კომუნიკაციას უზრუნველყოფს, რომელიც სენსომოტორულ ქერქში ტვინის აქტივობის ინტერპრეტაციას ახდენს.

ახალ კვლევაში ჩანგის გუნდმა დროებით აიღო მონაწილის თავის ქალის ძალიან მცირე ნაწილი და ელექტროდების თხელი “ფურცელი” და პირდაპირ მის სენსომოტორულ ქერქზე მოათავსა. კომპიუტერის ალგორითმის “მოსამზადებლად” ტვინის აქტივობის შაბლონების მეტყველების დაწყებასთან და კონკრეტულ სიტყვებთან ასოცირების მიზნით, გუნდს იმის ცოდნა სჭირდებოდა, თუ რაზე აპირებდა მამაკაცი საუბარს.

ამიტომაც, მკვლევრებმა მონაწილეს ეკრანზე განმეორებით აჩვენეს 50 სიტყვიდან ერთი და სთხოვეს, ბრძანების საფუძველზე მისი წარმოთქმა ეცადა. ალგორითმის ინდივიდუალური ვერბალური დავალების მონაცემების მომზადების შემდეგ მამაკაცმა წინადადებების წაკითხვა სცადა, რომლებიც 50 ერთნაირი სიტყვისგან შედგებოდა.

ამის შემდეგ მკვლევრებმა დამუშავების კომპონენტი დაამატეს, რომელსაც ბუნებრივი ენის მოდელი ეწოდება – ის, წინადადებაში მომდევნო სიტყვის პროგნოზირებისთვის, საერთო მიმდევრობას იყენებს. ამ მიდგომით სისტემა წინადადებაში სიტყვების მხოლოდ 25%-ში შეცდა, შესაბამისად, ყველა ერთხმად თანხმდება შედეგის შთამებჭდაობაზე.

ჩანგის თქმით, ახალი მოდელის საფუძველზე პარალიზებულ პირს წუთში 18 სიტყვის წარმოთქმა შეუძლია. ეს დაახლოებით მაისში წარმოდგენილ სხვა ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისთან მიღწეულ სიჩქარესთან ავლენს მსგავსებას. მართალია, ეს სიჩქარე ჯერ კიდევ შორს არის ჩვეულებრივი საუბრისას წუთში წარმოთქმული სიტყვების რაოდენობისგან, თუმცა ეს არაფრით აკნინებს მიღწევას.

“სისტემა ჯერ კიდევ არ არის მზად ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად. სამომავლო გაუმჯობესება სიტყვების ნაკრების გაფართოებას და უკაბელო კავშირის უზრუნველყოფას მოიცავს” – განმარტავს ჩანგი.

Facebook კონტენტის შემქმნელებს $1 მილიარდს გადაუხდის!

“დუგლაძეების ღვინის კომპანიისა” და “სუხიშვილების” ერთობლივი ნაამბობი განვითარებასა და ტრადიციაზე