in

მარკეტერის ექსკლუზიური ინტერვიუ PayPal-ის გენერალურ დირექტორთან

პეიპალიალბათ უკვე ყველამ იცით რომ საქართველო PayPal-ის სისტემაში ჩაერთო. ექსკლუზიურ ინტერვიუში მარკეტერი Damien Perillant-ს დაუკავშირდა,რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში PayPal-ის გენერალურ დირექტორია.

საქართველოში შემოსვლას PayPal-ი დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა, რატომ გადაწყდა ახლა შემოსვლა და რა პრობლემები იყო ადრე?

Damien Perillatჩვენთვის ნებისმიერ ახალ ბაზარზე შესვლა გრძელვადიანი პროცესია. ბიზნესის გაფართოება ახალ ბაზარზე ბევრ მომზადებას, ყურადღებას და დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მაშინ როცა საქმე ხალხის ფულს ეხება. გარდა ამისა მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობა ქვეყნის ეკონომიკურ გუნდთან და ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნების ცოდნა. ამ მხრივ საქართველო არ იყო გამონაკლისი.

რა გეგმები გაქვთ საქართველოში შემოსვლასთან ერთად?

ჩვენი ბიზნესი ისევე როგორც ჩვენი სტრატეგია გლობალურია : ჩვენ ვაკავშირებთ მყიდველებსა და გამყიდველებს მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა. ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომია 190 ქვეყააში, ვაჭრობა შესაძლებელია 25 ვალუტაში და გვყავს 123 მილიონი რეგისტრირებული და ქტიური მომხმარებელი.

ჩვენ ამ წარმატებას ჩვენსა და მომხმარებელს შორის “ნდობის” შენებით ვაღწევთ,  მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ რისკის მართვაში ძალიან დიდი გამოცდილება გაგვაჩნია. PayPal მსოფლიოში ძალიან ცნობილი ბრენდია, რომელიც უნიკალურ ტექნოლოგიას იყენებს.

საქართველოში ჩვენს მომხმარებელს განსაკუთრებულ და უსაფრთხო სერვისს შევთავაზებთ (PayPal არასოდეს ავრცელებს ფინანსურ ინფორმაციას ინტერნეტში) ჩვენ დავიცავთ  თქვენს ნებისმიერ შენაძენს.

რა სარგებელს მოუტანს PayPal-ის შემოსვლა ქართველ მომხმარებელს?

სარგებელი ბევრია, მე სამ ძირითად სარგებელზე გავამახვილებ ყურადღებას:

  • კომფორტი – როდესაც თქვენ იხდით PayPal-ით თქვენ არ გიწევთ ყველა საიტზე საკუთარი საკრედიტო ბარათის ნომრის შეყვანა, გარდა ამისა თქვენ არ მოგიწევთ შოპინგის დროს ყველა საიტზე საკუთარი მისამართის მითითება.
  • ბევრი მხარდამჭერი საიტი და უსაფრთხოება  – არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ფეხბურთის ბუცებს ყიდულობთ გერმანიიდან, ჩინეთიდან მობილურს თუ iPhone-ს ამერიკიდან, PayPal-ი მუშაობს. ჩვენ ქსელში ჩართულია 190 ქვეყნის ბაზარი და ვაჭრობა სხვადასხვა ვალუტაშია შესაძლებელი. თუ თქვენ PayPal-ით შეიძენთ ნივთს, მაგრამ ის თქვენამდე ვერ მოაღწევს შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენი მომხმარებლის დაცვის დეპარტამენტს, რომელიც აგინაზღაურებთ ნივთის და ტრანსპორტირების ხარჯებს.
  • ტარიფები – PayPal-ის ტარიფები დაბალია, ნივთის შეძენის დროს მყიდველი არ იხდის არანაირ დამატებით გადასახადს (თუ კონვერტაცია არაა საჭირო). დაბალ გადასახადს იხდიან ისინი ვინც PayPal-ის მეშვეობით ყიდის საკუთარ ნივთს.

 

მართალია PayPal-ი საქართველოში შემოვიდა, მაგრამ არსებული სერვისით მხოლოდ ნივთის შეძენაა შესაძლებელი, რა არის საჭირო იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს საკუთარი ნივთების გაყიდვა?

ჩვენი სტრატეგიის მიხედვით პირველი ეტაპი იყო შემოსვლა ისე, როგორც შემოვედით. ჩვენი მიზანია რომ მომდევნო ეტაპზე ქართველ მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა გაყიდოს საკუთარი ნივთი ან გაანაღდოს თანხა.  ეს ყველაფერი ადგილობრივ სისტემასთანაც მჭირდო ურთიერთობას მოითხოვს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ჩვენს სტრატეგიას და ვფიქრობთ რომ ეს სერვისებიც მალე ხელმისაწვდომი გახდება.

მშობიარობის შედეგად დაიბადა კლასიკური მუსიკა!

საავადმყოფოს გულისამაჩუყებელი რეკლამა