11
Jan
2019

სახლის დალაგება თითის ერთი დაწკაპუნებით – Damila.ge

11 Jan 2019

„გილოცავთ! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დალაგებულ სამყაროში“ – ამ შეტყობინებას ტელეფონზე იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ damila.ge, იგივე iclean.ge-ზე დარეგისტრირდებით. ვებგვერდი დალაგება-დასუფთავების ონლაინ პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც, 15 იანვრიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისში, დამლაგებლის გამოძახება ერთი „კლიკით“ იქნება შესაძლებელი.

mBank QR
mBank QR

ბექა ჭანკვეტაძე, clean service-ის დირექტორი: „შედიხართ საიტზე – iclean.ge და მარტივად ერკვევით ყველაფერში. ეძებთ სასურველ დამლაგებელს, ირჩევთ სასურველ დროს და იძახებთ ერთი კლიკით. გადახდა შეგიძლიათ როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე ონლაინ. რაც შეეხება მომსახურებას, გასუფთავებით დაწყებული, აღდგენით დამთავრებული, iclean.ge-ს დამლაგებლებისთვის შეუსრულებელი მისია არ არსებობს!“„საიტზე რეგისტრაციის შემდეგ, შეგიძლიათ, საკუთარ კაბინეტში მონიშოთ თარიღი, დრო, მისამართი, სტატუსი, სპეციალისტი და ქმედება. მაგალითად, თუ მტვერსასრუტიანი დამლაგებელი გინდათ ან მხოლოდ ჭურჭლის გარეცხვა გსურთ და სარეცხი საშუალებაც გჭირდებათ, ეკიპირების ფილტრის საშუალებით, ზუსტად იმას მონიშნავთ, რაც გინდათ. გარდა ამისა, დალაგების კალკულატორის საშუალებით, ჩაწერთ, რამდენი კვადრატულია თქვენი სახლი და რა დაგიჯდებათ მისი დალაგება.

„საიტზე, დამლაგებლების ე.წ. რევიუების ნახვაც შეგიძლიათ და ბუნებრივია, სერვისის მიღების შემდეგ, თქვენც შეძლებთ კომენტარის გაკეთებას. ნახულობთ დამლაგებლის ფეისბუკპროფილს, იღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენი საათი აქვს ნამუშევარი ჩვენთან“, – ბექა ჭანკვეტაძე.
საიტზე მითითებულია გამოძახების ორი დრო 11:00 და 17:00. განსაზღვრულია, ასევე, სტანდარტული, 100 კვ.მ ფართის დალაგების დრო – 6 საათი, უფრო დიდისთვის კი – მთელი დღე. ფასს ადგენენ თავად დამლაგებლები, თავიანთი რეიტინგის მიხედვით.

რაც შეეხება iclean.ge-ს დამლაგებლად მუშაობას, ასევე, მარტივი საფეხურების გავლით, შესაძლებელია პლატფორმაზე დარეგისტრირება. საიტზე პოულობთ გრაფას „მინდა დამლაგებლად მუშაობა“ და ავსებთ მოცემულ ველებს. 

ორ გასაუბრებასა და ერთ ტრეინინგს გადის დამლაგებლად მუშაობის მსურველი. ერთი სატესტო დალაგებაც შედის ამ პროცესში. შემდეგ, ვერიფიკაციის კოდს ვაძლევთ, ხელშეკრულებას ვაფორმებთ და აპლიკაციაში ვრთავთ. აპლიკაციის საშუალებით, დამლაგებელი ხედავს, ვინ და როდისთვის გამოიძახა და გუგლმეფის დახმარებით, საკუთარ გეგმას აწყობს, როგორ, სად და რა ფასად უნდა მივიდეს. ამ ეტაპზე 400 მსურველია დარეგისტრირებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტუდენტებსაც შეუძლიათ მუშაობა, – ბექა ჭანკვეტაძე.

iclean.ge-ს ბრენდინგზე Smart Studio-მ იმუშავა. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, მალე ანდროიდისა და iOS ოპერაციული სისტემებისთვის damila.ge-ს აპლიკაციაც ხელმისაწვდომი იქნება.

„მოკლედ, დარეგისტრირდით და ის, რაც მერე მოხდება, ყველაფერს დაალაგებს!“

განხილვა