in

“ერი, რომელსაც შეუძლია ამხელა დონის კულტურა შექმნას, იმსახურებს დამოუკიდებლობას!” – თიბისისა და Movement-ის ვიდეორგოლი

დამოუკიდებლობის დღე არ არის მხოლოდ თარიღი – ესაა კულტურის, ხასიათის გამოწრთობის, სისხლითა და ბრძოლით მოტანილი მემკვიდრეობის, ღირებულებების, ტკივილისა და სიხარულის ერთ მომენტში, ერთ თარიღში პროექცია. ყოველ წელს, 26 მაისს, ჩვენს თავს ვახსენებთ, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გვინდა ამ ყველაფრისგან გამოვძერწოთ.

“ქვეყნის დამოუკიდებლობაზე კითხვა დაახლოებით იგივეა, რა არის შენთვის დედა, რა არის შენთვის მამა, რა არის შენთვის შვილი”… “საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა ითვლის სამი ათას წელს”… “თავისუფლება არის ღირსების განცდის ყველაზე ამაღლებული ფორმა”… “ერი, რომელსაც შეუძლია ამხელა დონის კულტურა შექმნას, იმსახურებს დამოუკიდებლობას”…  – თიბისისა და Movement-ის თანამშრომლობით შექმნილ ვიდეორგოლში დამოუკიდებლობაზე, მის ისტორიაზე, მემკვიდრეობასა და ღირებულებაზე ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია, რეჟისორი და მწერალი თემურ ბაბლუანი, მწერალი ნინო ხარატიშვილი და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩხეიძე საუბრობენ.

„ავერსის“ ახალი პროექტი „სააფთიაქო თარო“

„იგრძენი თავი, როგორც საკუთარ ოფისში“ – Lunchoba-ს ადაპტაცია და ყველა სიახლე თითქმის 1 წუთში