in

რა უფრო მნიშვნელოვანია, დამოუკიდებლობა თუ ურთიერთობები? – სადაზღვევო კომპანიის განსხვავებული მოსაზრება

მართალია, მთელი მსოფლიო ადამიანის დამოუკიდებლობის დადებით მხარეებსა და უპირატესობებზე საუბრობს, თუმცა ის, თუ რამდენად კარგია ყოველთვის დამოუკიდებლობა და ყველაფერთან მარტო გამკლავება, მაინც სადავო საკითხად რჩება. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს სადაზღვევო კომპანია MassMutual, რომელიც თავისი პოზიციის გამყარებას ახალი სარეკლამო ვიდეორგოლით ცდილობს. კომპანიის აზრით, ცხოვრების მთავარი საჩუქარი არა დამოუკიდებლობა, არამედ ის ურთიერთობები და სითბოა, რასაც გარშემომყოფებისგან ვიღებთ და ხშირად სწორედ ამ დამოუკიდებლობის გამო ვივიწყებთ. ვიდეორგოლი, რომელზეც სააგენტო Johannes Leonardo-მ იმუშავა, უბრალოდ კი არ ცდილობს განსხვავებული პოზიციის წარმოჩენას და ამით თავის გამოჩენას, არამედ არგუმენტირებულად და საკმაოდ საინტერესოდ ასაბუთებს თავის მთავარ სათქმელს.

BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=IF1dvq3Qu2Y

როგორ გავუძლოთ დამღლელ, პრობლემებით სავსე დღეს? – Dr. Giorgini-ს ჯადოსნური საშუალება

FaceApp-ით გაღიმებული კლასიკური ფერწერის პერსონაჟები