in ,

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე – ლოგო და საკომუნიკაციო კამპანია

1918 წლის 26 მაისს დაარსდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. მან სულ 1028 დღე იარსება და უდიდესი საფუძველი ჩაუყარა ჩვენს თანამედროვე სახელმწიფოს, მის წყობილებას, კანონებს, ყოფიერებასა და კულტურას. წელს, ამ დიდ თარიღს 100 წელი უსრულდება და მთელი საიუბილეო წლის აღსანიშნავად სწორედ ამ დღისთვის შექმნილ ვიზუალურ სიმბოლოს, აქტიური გამოყენება ექნება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 

საიუბილეო ლოგოს (გამოყენების წესები) შექმნაზე იმუშავა დიზაინერმა ირინა ქვლივიძემ, რომელსაც ასევე, ეკუთვნის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ლოგო – 26 მაისი ( ლოგოს გამოყენების წესები). 

წელს, მსგავს იუბილეს აღნიშნავს არაერთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და სხვა. ჩვენი სიმბოლოს მთავარი აქცენტი არის რიცხვი „100“. სიმბოლო არის მარტივად ადაპტირებადი სხვადასხვა ვიზუალურ მასალაზე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ მოვყვეთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას“, – დარეჯან წურწუმია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

 

საიუბილეო წლის აღნიშვნა კულმინაციურ ფაზაში მაისის შუა რიცხვებში შევა. დაგეგმილია უამრავი საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიება, მთელი ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ. ქვეყნის მთავარი ღონისძიებები, სპორტული თუ კულტურული მიღწევები წელს სწორედ ამ თარიღს ეძღვნება. საიუბილეო წლის მთავარი კულმინაცია, რა თქმა უნდა, იქნება დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი და მასთან ასოცირებული ღონისძიებები“, – დარეჯან წურწუმია.

 

რაც შეეხება საკომუნიკაციო კამპანიას, ქვეყნის მასშტაბით, უკვე გამოჩნდა აუთდორ პრინტები, რომელსაც მოჰყვება ქალაქ-გაფორმება. მაისის დასაწყისში ვგეგმავთ დიჯიტალ კამპანიის დაწყებას, რომლის დეტალებზეც მოგვიანებით მოგახსენებთ“, – დარეჯან წურწუმია.

ზოგადად, კამპანიის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ უფრო მეტად ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, გავიხსენოთ და გავაანალიზოთ ჩვენი ისტორიის ის ნაწილი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს თანამედროვე სახელმწიფოს. ავივსოთ სიამაყით და სწორედ ამ განცდით მივულოცოთ ერთმანეთს დამოუკიდებლობის დღე“, – დარეჯან წურწუმია.

რა უნდა გააკეთოს ლიდერმა, რომ მისი გუნდის წევრები განვითარდნენ და დასახულ მიზნებს მიაღწიონ?!

კონკრეტულად რას სთავაზობს მომხმარებელს IT მომსახურების კომპანია UTS?!