აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ამერიკული უნივერსიტეტის, ვებსტერის კამპუსი საქართველოში ესეების კონკურსს მართავს. კონკურსი აბიტურიენტებისთვისაა განკუთვნილი და დამოუკიდებლობის თემატიკას ეხება. გამარჯვებული კონკურსანტი 1000 ლარის ოდენობის პრემიას და სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებს.
დამოუკიდებლობის დღე აშშ-ში 4 ივლისს აღინიშნება. საქართველოში, ვებსტერის უნივერსიტეტი, ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებას 7 ივლისს 13:00 საათზე, კამპუსის ტერიტორიაზე გამართავს. ღონისძიებაზე გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული, აგრეთვე ჩატარდება პრეზენტაციები საქართველოში არსებული ამერიკული ორგანიზაციების წარმომადგენლობების მიერ, საგანმანათლებლო პროექტების და სტუდენტების მხარდამჭერი ინიციატივების შესახებ.
კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია წარმომადგენლებით საქართველოს პარლამენტიდან, აშშ-ის საელჩოდან საქართველოში, USAID ოფისიდან, ამერიკის სავაჭრო პალატიდან (AMCHAM), საქართველოს ატლანტიკური საბჭოდან, ამერიკული საბჭოდან და აჭარა ჯგუფიდან.
ჟიურის წევრები არიან:
● თამარ ტალიაშვილი – განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტი;
● კრის ანდერსონი – აშშ-ის საელჩო საქართველოში, კულტურის ატაშე;
● ირაკლი ბაიდაშვილი – პირველი ვიცე პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატა;
● მარკ მაკკორდი – USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი;
● ტიმოთი ბლაუველტი – რეგიონალური დირექტორი, ამერიკული საბჭო;
● ნინო კვერნაძე – აღმასრულებელი დირექტორი, აჭარა ჯგუფი.
● გიორგი მუჩაიძე – აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო.
კონკურსანტების რეგისტრაცია და შესაბამისი ნაშრომების წარდგენა მიმდინარეობს 17 ივნისიდან 29 ივნისამდე მითითებულ ბმულზე.
[პარტნიორის კონტენტი]