11
Nov
2016

დიეგო ლუნა გვიყვება, თუ როგორ დავანგრიოთ ბეტონის ბარიერები, რომლებსაც სხვები გვიშენებენ

11 Nov 2016



ლუდის მწარმოებელი ბრენდი Corona–ს ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი, ცოტა არ იყოს, ირონიულია, მაგრამ  დროული. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ მექსიკელი მსახიობი, დიეგო ლუნა საუბრობს იმ კედლებზე, რომლებსაც გარკვეული პირები ირგვლივ გვიშენებენ და აქვე ხაზგასმით აღნიშნავს ჩვენს უმოქმედობას. უბრალო დამთხვევაა თუ გამიზნული გზავნილი, ეს თავად გადაწყვიტეთ. თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს, მთავარი ის არის, რომ ალკოჰოლური სასმელის ბრენდი საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

თბილისში მიმდინარე მშენებლობების ფონზე, ალბათ არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა თუ რაზე საუბრობს დიეგო, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კედლები პირდაპირი მნიშვნელობით არ იგულისხმება. ბარიერები და დაბრკოლებები, რომლებიც თავზე მოხვეული აზრებისგან იქმნება, ყოველთვის ხელს გვიშლის მეტის მიღწევაში, გვაჩერებს ერთ ადგილზე და გვიმორჩილებს. ის, რასაც თანამედროვე სამყარო გვკარნახობს, არ არის აუცილებელი და ჭეშმარიტი. კედლებისგან თავის დახსნის გამოსავალი არც ინტერნეტშია, არც მედიაში, ის თქვენს ხელშია!

სწორედ ამიტომ, უმოქმედოდ ჯდომას, შედეგების ყურებასა და მომავალზე ოხვრას, ჯობია საკუთარ ცხოვრებას თავად მივხედოთ, რადგან რეალურად ყველაფერი არა ერთი პიროვნების, არამედ ყველა ჩვენგანის ხელშია.

უნდა ვაღიაროთ Corona–ს მხრიდან ეს საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო.

განხილვა