in

დენ ვიდენი — ადამიანი, რომელმაც “Just Do It” Nike-ის სინონიმად აქცია

დენ ვიდენი — ეს სახელი თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრიაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნება. მან ათწლეულების განმავლობაში ისეთი რეკლამები შექმნა, რომლებმაც გლობალურ კულტურაში შეაღწია და დარგის პროფესიონალების თაობები შთააგონა.

ვიდენის მამა ქოფირაითერი იყო, რომელიც Gerber Advertising-ს ხელმძღვანელობდა. ხოლო კარიერის საწყის ეტაპზე დენი მერქნისა და ქაღალდის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში მუშაობდა, საიდანაც მალევე გაათავისუფლეს, რადგან „ძალიან კონსერვატიულ კომპანიაში ჰიპის როლი შეითავსა“. ამის შემდეგ დაიქირავა McCann Erickson-ის სარეკლამო სააგენტომ, სადაც მომავალი ბიზნეს პარტნიორი, უილიამ კენედი, გაიცნო.

Just Do It

უკვე 1982 წელს ამ ვიდენმა და კენედიმ სააგენტო Wieden+Kennedy დააარსეს. მათი პირველი სარეკლამო კამპანია Nike-ის დაკვეთით შეიქმნა — სწორედ ამ სარეკლამო კამპანიამ გახადა სპორტსმენებში ბრენდი პოპულარული. ვიდეოები, სახელწოდებით “Evolution”, “Trophy” და “Co-op”, რამდენიმე კვირაში გადაიღო პატარა გუნდმა. თანაც, ეს არა მხოლოდ W+K-ის პირველი ნამუშევრები, არამედ Nike-ის პირველი ნაციონალური მაუწყებლობაც იყო.

1987 წელს შთაგონების უჩვეულო წყარო დაეხმარა ვიდენს, შეექმნა სარეკლამო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სლოგანი: „უბრალოდ გააკეთე ეს“ეს Nike-ის პირველი მთავარი სატელევიზიო კამპანია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვიდენი ფიქრობდა, რომ მას ერთგვარი გამაერთიანებელი ელემენტი არ ჰქონდა. ზემოთ ხსენებული სლოგანი კი მსჯავრდებული მკვლელის, გარი გილმორის ბოლო სიტყვებიდან წარმოიშვა: „მოდით, გავაკეთოთ!“. მართალია, კოლეგები და კლიენტები დარწმუნებული არ იყვნენ ამ იდეაში, მაგრამ ვიდენი მაინც ამ გზას მიჰყვებოდა.

„ვფიქრობ, ძალიან ბევრი განსხვავებული რეკლამა გვაქვს, რომელიც არაფერს აკეთებს სლოგანის გარეშე. მე არ მომწონს ეს“, — ასეთი იყო დენის პოზიცია.

მიუხედავად იმისა, რომ ფრაზა Nike-ის სინონიმი გახდა, ის მოქნილიც აღმოჩნდა. თავდაპირველი სახით, ეს არის მოწოდება, რომ დატოვოთ თქვენი საწოლის სითბო და სპორტულ აქტივობებს შეუერთდეთ. მაგრამ Nike-ის ამ 1995 წლის რეკლამაში, ეს არის მოწოდება მშობლებისთვის, რომ თავიანთ ქალიშვილებს დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სპორტით დაკავების საშუალება მისცენ.

„ჭრელი არმია“

მართალია, მათი სააგენტო გაიზარდა (ახლა მას ჰყავს ათასობით თანამშრომელი და 10 ოფისი აქვს ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაში), მაგრამ ვიდენი და კენედი დარწმუნდნენ, რომ ექსცენტრულობის განსაკუთრებული კულტურა ექსპორტზე უნდა გაეტანათ. ყოველწლიურად კომპანიის „ჭრელი არმია“ 1 აპრილს დაფუძნების დღეს აღნიშნავს —  დასვენების დღეს აწყობს არტ-ინსტალაციებით, კემპინგით ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადასაღებით.

ამ კულტურამ უზრუნველყო, რომ W+K-მ შეძლო, სხვა ბრენდებისთვისაც გაეკეთებინა ის, რაც ვიდენმა Nike-სთვის გააკეთა.

მისმა გლობალურმა გუნდებმა განაგრძეს ცნობილი ნამუშევრების წარმოება Honda-სთვის და ESPN-ისთვის, ხოლო W+K Portland-ის ნამუშევრებმა Old Spice-სთვის ბრენდი საზოგადოების ცნობიერებაში დააბრუნა.

დანია ადამიანთა უფლებების დარღვევას ნაკრების მაისურით აპროტესტებს

გარემოს რა ცვლილებები აისახება უარყოფითად წყალქვეშა სამყაროზე