Life Vest Inside არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს სიკეთის კეთებისკენ. ყოველწლიურად “მსოფლიოს სიკეთის კვირეულის” დასაწყებად ორგანიზაცია მართავს ღონისძიებას “Dance for Kindness”(“ცეკვა სიკეთისთვის”), რაც მოიცავს ფრიზმობს და ფლეშმობს, რომლებიც ერთდოულად მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით ქვეყანაში ტარდება. ღონისძიების მიზანია, კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, რომ რასის, რელიგიის, ეთნიკურობისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად, ყველას სიკეთე გვაერთიანებს.
ღონისძიება თბილისში 8 ნოემბერს, 3 საათზე ისთ ფოინთში გაიმართება
:::::რა არის “ცეკვა სიკეთისთვის”?:::::
ფრიზმობისა და ფლეშმობისგან შემდგარი ღონისძიება.
ფრიზმობი: ღონისძიების ამ ნაწილში მონაწილეებს ეძლევათ სპეციალური პოზიცია, რომელიც ასახავს სიკეთის კეთების მომენტს.
ფლეშმობი: ფრიზმობის შემდეგ [გარშემომყოფი მაყურებლისთვის] მოულოდნელად ირთვება მეორე სიმღერა და ყველა მონაწილე იწყებს ცეკვას.
:::::რატომ ცეკვა სიკეთისთვის?:::::
დედამიწაზე მრავლადაა სიძულვილი, ძალადობა, უიმედობა, ომი. მაგრამ ერთად ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ჩავანაცვლოთ ეს ყოველივე სიკეთით, იმედით, ნდობითა და სიყვარულით.
უფრო ფართოდ გავახილოთ თვალები, გავცდეთ საკუთარ თავს, ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, საკუთარ კულტურას, რასას, რელიგიას და გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ მსოფლიოს მოქალაქეები ვართ.
——————-
ღონისძიების ჩართვის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ , მათ მეილზე მოუვათ დასტური , სადაც სხვადასხვა დეტალებთან ერთად იქნება ცეკვის ვიდეო გაკვეთილის დახურული ლინკი .










