in

ასე დაიბადა BASSIANI ! – ისტორიული წარსულიდან საპროტესტო ქორეოგრაფიამდე – ფილმი Dance Or Die

„თუ ცეკვა ჭეშმარიტია, ის აუცილებლად რევოლუციით მთავრდება“ – ვკითხულობთ ფილმის Dance Or Die-ს აღწერაში, რომლის ავტორებიც ნაჯა ორაშვილი, კოკა კიტია და გიორგი კიკონიშვილი არიან და რომელთა ნამუშევარიც აუცილებლად დაგარწმუნებთ, რომ ცეკვა, როგორც ურთიერთკავშირისა და თვითგამოხატვის ფორმა ყოველთვის იყო ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმი შეიჭრა კლუბებში და იარაღი მიუშვირა უდანაშაულო მოცეკვავეებს და ამით კიდევ ერთი ტრავმა დაუმატა ომებისა და სამოქალაქო დაპირისპირებებისგან დაღლილ საზოგადოებას. [2018 წლის]12 მაისის აქცია პარლამენტთან, სადაც ათასობით ადამიანმა თბილისის ქუჩები ცეკვით დაიკავა, სოლიდარობის უპრეცედენტო მანიფესტაცია იყო. “We Dance Together, We Fight Together” – ამ ლოზუნგმა გლობალური საკლუბო სცენა გააერთიანა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში პროტესტის ახალ ტალღას ჩაუყარა საფუძველი – ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.

Dance or Die საერთაშორისო გამოფენის Dance of Urgency-ს ნაწილია, რომელიც ავსტრიაში, ვენის სახელოვნებო ცენტრში, Museums Quartier-ში გაიმართა არტისტისა და მკვლევარის, ბოგომირ დორინგერის კურატორობით. გამოფენა იკვლევდა და წარადგენდა მსოფლიოში ცეკვის პოლიტიკურ მნიშვნელობას – დეტროიტიდან – ბერლინამდე, ლისაბონიდან – კიევამდე, ჰაიფადან – თბილისამდე.

https://www.youtube.com/watch?v=c1M55e280N0&feature=youtu.be&fbclid=IwAR3PEeLNSZcMRM13RqctZYzBRi68todgdc-m5eG-rDXh8ASSv6ARs0iOhtg

აღმოაჩინე საკუთარი თავი – გაიარე სტაჟირება „ფილიპ მორის საქართველოში“

როგორი იქნება თვითმფრინავის სკამები, რომლებიც სოციალურ დისტანციას უზრუნველყოფს