in

„ჩემი ამ გადაწყვეტილებით, პლანეტას ერთით ნაკლები დამბინძურებელი ჰყავს“ – დანიელ დოინიცინი

„გრძელვანდიან პერსპექტივაში, იმ პირობებსა და გარემოში, რომელშიც ცხოვრება მიწევს, ვეცდები, უფრო მდგრადი, ეკოლოგიურად მეგობრული ლოკალური პროდუქტები და სერვისები მივიღო და ავარჩიო“.

ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება უკავშირდება რამდენიმე წლის წლის გაკეთებულ არჩევანს, როდესაც გადავწყვიტე, რომ კვირაში, მინიმუმ, 3 დღე შევეცდებოდი, სრულიად ელექტრო ტრანსპორტით მესარგებლა. ამით კი, დედამიწას ნაკლებად დავაბინძურებდი.

ამ გადაწყვეტილების წინაპირობა „სქროლის“ გუნდთან ერთად სტარტაპის კეთება გახდა.

მიმაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში ეკოლოგია ყველაზე დიდი გამოწვევაა და ჩემი ამ გადაწყვეტილებით, პლანეტას ერთით ნაკლები დამბინძურებელი ჰყავს.

გრძელვანდიან პერსპექტივაში, იმ პირობებსა და გარემოში, რომელშიც ცხოვრება მიწევს, ვეცდები, უფრო მდგრადი, ეკოლოგიურად მეგობრული ლოკალური პროდუქტები და სერვისები მივიღო და ავარჩიო.

სულ რამდენიმე დღის წინ, მოძრაობის – “Leaders For Climate Action” წევრიც გავხდი.

ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ყველგან და ყველას მოვუწოდებ, მსგავი ნაბიჯი გადადგან. ჩემი მხრივ კი, მომავალში ვაპირებ, საზოგადოებაში უკეთესი კლიმატური პირობებისთვის უფრო ბევრი ნაბიჯი გადავდგა.

დანიელ დოინიცინი, Scroll & ქარი

UEFA-მ ქალთა ჩემპიონთა ლიგის რებრენდინგი დაასრულა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უძრავი ქონება აუქციონზე განახლებული ფასით გამოიტანა